"მამუკა ხაზარაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში - ბოდიში ძმაო, უშნოდ გამომივიდა" - ალეკო ელისაშვილი პარტიის დასკვნით ღონისძიებაზე | Allnews.Ge

"მამუკა ხაზარაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში - ბოდიში ძმაო, უშნოდ გამომივიდა" - ალეკო ელისაშვილი პარტიის დასკვნით ღონისძიებაზე

რა თქმა უნდა, ბევ­რი რამ მეშ­ლე­ბა და აი, პირ­ვე­ლად მინ­და მო­ვუ­ხა­დო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ბო­დი­ში, არ მო­მიხ­დია მა­ნამ­დე ბო­დი­ში - ბო­დი­ში, ძმაო, უშ­ნოდ გა­მო­მი­ვი­და ძა­ლი­ან, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ამა­ვე კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს პარ­ტი­ის დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, ელი­საშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლე­ბელ და­პი­რე­ბებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას.

“12 წლის წინ ყვე­ლას ყელ­ში გვქონ­და ამო­სუ­ლი ის ძა­ლა­დო­ბა, რაც ხდე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლებ­ში. არ გვინ­დო­და, იმ ჩაგ­ვრას შევ­გუ­ე­ბო­დით და მა­შინ გა­მოჩ­ნდა ის კაცი. გა­მოჩ­ნდა და მხსნე­ლი გვე­გო­ნა. უფა­სო ფულ­ზე ტაში რამ მაკ­ვრე­ვი­ნა, ვერ მო­მი­ნე­ლე­ბია. ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, შე ოხე­რო, კი­თხვა რო­გორ ვერ დას­ვი, ფული და უფა­სო ვის გა­უ­გი­აო?!. ას ქარ­ხა­ნას და­ვუ­კა­რი მხურ­ვა­ლედ ტაში, ხუთი მი­ლი­ო­ნი თითო სო­ფელ­სო და მა­გა­საც ვუ­კა­რი ტაში… სო­ლა­რი­უ­მი თითო სო­ფელ­სო - მა­გა­ზეც რამ მაკ­ვრე­ვი­ნა ტაში...

სამ­ჯერ მო­ვიყ­ვა­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სამ­ჯერ­ვე მოგ­ვა­ტყუა. ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და, რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა სო­ფელ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლა, იცით? არ ვა­დარ­დებთ და იმი­ტომ, ადა­მი­ა­ნე­ბად არ მი­ვაჩ­ნი­ვართ, ელექ­ტო­რა­ლუ­რი რე­სურ­სი ვართ. ესეც არ გვაკ­მა­რა, იმ­დე­ნად არაფ­რად მი­ვაჩ­ნი­ვართ, გა­მო­ვი­და და თქვა, რომ პირ­ვე­ლი ეკო­ნო­მი­კა გვაქვს მსოფ­ლი­ო­შიო. შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებს. დაც­ლი­ლია სოფ­ლე­ბი, გული გა­გის­კდე­ბა, რომ შე­ხე­დო ეკალ-ბარ­დე­ბად ქცე­ულ ეზო­ებს, ჩამ­ტვრე­ულ შუ­შებს, ჩა­მონ­გრე­ულ სახ­ლებს. ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო გა­დახ­ვე­წი­ლია ლუკ­მა-პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად, სხვე­ბის მო­ხუ­ცე­ბის მო­სავ­ლე­ლად. ამის ფონ­ზე იმ­დე­ნად არაფ­რად მი­ვაჩ­ნი­ვართ, გვა­ტყუ­ებს, ყვე­ლა და­ვა­საქ­მეო, 700 ქარ­ხა­ნა მუ­შა­ობ­სო, უფა­სო ფუ­ლიც და­ვა­რი­გეო. და­ა­რი­გა, აბა რა ქნა - ხუნ­და­ძე რომ ჰყავს, 1 ლა­რად მის­ცა ასი ათა­სი­ა­ნი ქო­ნე­ბა, უფა­სოა მის­თვის, აბა რა არის.

ესეც არ გვაკ­მა­რა, გორ­ში, და­ბომ­ბილ და აწი­ო­კე­ბულ ქა­ლაქ­ში დად­გა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებს, ხალ­ხი რომ სახ­ლე­ბი­დან გა­მოგ­ვი­ყა­რა და დაგ­ვი­ხო­ცა, იმ ადა­მი­ა­ნებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

მი­ი­ღო ისე­თი კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნას პერ­სპექ­ტი­ვას უს­პობს და ერ­თა­დერ­თი გა­ა­ხა­რა რუ­სე­ბი იმი­ტომ, რომ მათ უქი­ცი­ნებს კუდს.

ჩემი ნატ­ვრა იყო, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი სამ­ხედ­რო. ჩემს ოჯახს უჭირ­და, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ოჯახს და მე­ო­რე კურ­სი­დან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რომ ოჯახს შევ­ხი­დე­ბო­დი, ამი­ტომ ვერ გავ­ხდი სამ­ხედ­რო, მაგ­რამ ვარ ამ ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცი. რა თქმა უნდა, ბევ­რი რამ მეშ­ლე­ბა და აი, პირ­ვე­ლად მინ­და მო­ვუ­ხა­დო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ბო­დი­ში, არ მო­მიხ­დია მა­ნამ­დე ბო­დი­ში - ბო­დი­ში, ძმაო, უშ­ნოდ გა­მო­მი­ვი­და ძა­ლი­ან. ბო­დიშს ვიხ­დი კა­ცუ­რად, ქარ­თუ­ლად და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად. აქ, “ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში” ვდგა­ვარ იმი­ტომ, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში.