"საქართველო გამარჯობა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ბერას სიმღერით დასრულდა: კადრები და ივანიშვილის ვაჟის მიმართვა | Allnews.Ge

"საქართველო გამარჯობა" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ბერას სიმღერით დასრულდა: კადრები და ივანიშვილის ვაჟის მიმართვა

"სა­ქარ­თვე­ლო გა­მარ­ჯო­ბა" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს დე­და­ქა­ლაქ­ში სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია თქვენ­თან ერ­თად დგო­მა. 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო და მა­მა­ჩე­მის გვერ­დით ვიბ­რძო­დი. მინ­და გი­თხრათ, რომ მა­ში­ნაც და დღე­საც მა­მა­ჩემს ნე­ბის­მი­ერ ბრძო­ლა­ში ბრმად გავ­ყვე­ბი.

თუმ­ცა მა­შინ ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც მა­მას მიჰ­ყვე­ბო­და, დღეს მე თვი­თო­ნაც მამა ვარ. სულ სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვი, თუ რას ნიშ­ნავს, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. თუ რის­თვის იბ­რძვის მა­მა­ჩე­მი ამ­დე­ნი წე­ლია. მინ­და, რომ ჩემ­მა ბე­რუ­კამ და და­დუმ და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის შვი­ლებ­მა ერ­თი­ან და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რონ. ამის­თვის არ­სე­ბობს ერთი გზა, ამ გზას ჰქვია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - თქვა ბე­რამ მას შემ­დეგ, რაც სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

ცნო­ბის­თვის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ბოლო წლებ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და. "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნით გა­იხ­სნა. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ი­დან მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლებს ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. კი­დევ ერთი მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­დან.