"არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ თბილისში"- მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:
"მიმართვა თბილისში მყოფ რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს. 26-ში წყდება ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის ბედი. არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ თბილისში - წადით თქვენი რეგისტრაციის ადგილას და დააფიქსირეთ თქვენი საარჩევნო გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მათხოვრულ ხელფასსაც ვერ შეინარჩუნებთ რასაც ახლა გიხდიან. თქვენ ბევრად უკეთეს ცხოვრებას იმსახურებთ და მისი მოპოვება თქვენს ხელშია," - წერს სააკაშვილი.