რას პასუხობს სუს-ის ხელმძღვანელი კითხვაზე, ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს? | Allnews.Ge

რას პასუხობს სუს-ის ხელმძღვანელი კითხვაზე, ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სუს-ის გან­ცხა­დე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბაა, რომ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა “წი­თე­ლი ზღვა­რი არ გა­დაკ­ვე­თონ“.

რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, ეს გან­ცხა­დე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­კეთ­და.

“ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც სამ­სა­ხუ­რი ფლობს. ეს გა­კეთ­და პრე­ვენ­ცი­ის­თვის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის, ვინც ამა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ თუ ისი­ნი გა­დაკ­ვე­თენ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ წი­თელ ზღვარს, რა­საც კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ჰქვია, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა. ეს იყო გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ უფრო სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ ამ სა­კითხს. სუს-დან არ არის ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, არის იმ ჯგუ­ფე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნას ყო­ველ­დღი­ურ, მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის შე­საძ­ლო აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცელ­და.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ უს­მენს ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თქვა: “ვი­საც შე­უძ­ლია“.

“ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ “მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე­ებ­ში, გეგ­მა­ვენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას“.

სუს-ის ცნო­ბით, “აღ­ნიშ­ნულ ყალბ ჩა­ნა­წე­რებ­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხმე­ბი და ვი­დეო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, აგ­რეთ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა“.