პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს - მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას, მაშინ, როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ დგას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას! თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, მაშინ როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ დგას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს 401 ხმით ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.