მაიკლ როთი - „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია
„ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.
„საქართველოს მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია“, - წერს მაიკლ როთი