"უვიზო რეჟიმის გაყინვა" და სანქციები - კიდევ რა ინიციატივით გამოდის ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში? | Allnews.Ge

"უვიზო რეჟიმის გაყინვა" და სანქციები - კიდევ რა ინიციატივით გამოდის ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში?

რი­ი­გი­კო­გუმ (ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა) მი­ი­ღო გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც გმობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ქმე­დე­ბებს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რი­ი­გი­კო­გუს 44 წევ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბის: "სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის კრი­ზი­სის შე­სა­ხებ“ მი­ღე­ბას მხა­რი რი­ი­გი­კო­გუს 57-მა წევ­რმა მხა­რი და­უ­ჭი­რა და 13 წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფარ­თო პრო­ტეს­ტის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს მი­უ­ხე­და­ვად, 28 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რით მი­ი­ღო კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც შთა­გო­ნე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ე.წ. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნით, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რეპ­რე­სი­რე­ბის­თვის იყე­ნებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა, ევ­რო­პის საბ­ჭოს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კა­ნო­ნი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ა­სა და გა­ე­რო-ს სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კურ უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო პაქ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან ის არ­ღვევს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­სა და პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს.

რი­ი­გი­კო­გუ გმობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ქმე­დე­ბას "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­უქ­მონ კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, შე­წყვი­ტოს ძა­ლა­დო­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ძა­ლა­დო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ, და­იც­ვან და­პი­რე­ბა, რომ ხელს შე­უ­წყო­ბენ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და იმ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ითხოვს და რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

გან­ცხა­დე­ბის პრო­ექ­ტში, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი არ და­ი­წყე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გზით, არ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბულ რე­ფორ­მე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მას და არ გა­ა­უქ­მე­ბენ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს, რი­ი­გი­კო­გუ მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს­ტო­ნეთ­მა დაბ­ლო­კოს ყვე­ლა შემ­დგო­მი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას, გა­ყი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან და გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ი­ყე­ნოს.

რი­ი­გი­კო­გუ ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს შეს­თა­ვა­ზონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ლი­დე­რე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, მათ შო­რის ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა. თუ ეს წი­ნა­და­დე­ბა არ იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი, რი­ი­გი­კო­გუს სურს, რომ ეს­ტო­ნეთ­მა და­ა­წე­სოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სან­ქცი­ე­ბი, მათ შო­რის, ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ.

ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენტს ასე­ვე სურს, რომ ეს­ტო­ნეთ­მა შეს­თა­ვა­ზოს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ძა­ლა­დობ­რივ ჩახ­შო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რეპ­რე­სი­ებ­ში. თუ ეს წი­ნა­და­დე­ბა არ იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი, რი­ი­გი­კო­გუს სურს, ეს­ტო­ნეთ­მა რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სოს ამ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რი­ი­გი­კო­გუ ასე­ვე სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს, რომ ეს­ტო­ნეთ­მა მხა­რი და­უ­ჭი­როს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მის გა­ყინ­ვას მა­ნამ, სა­ნამ არ გა­უქ­მდე­ბა კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

"რი­ი­გი­კო­გუ გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას მა­მა­ცი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­მე­ლიც მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და პრო­ევ­რო­პულ მო­მა­ვალს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz