"ხაბეიშვილს არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის" - რა შეიძლება გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილების მიზეზი? | Allnews.Ge

"ხაბეიშვილს არც საჭირო განათლება აქვს და არც ენა იცის" - რა შეიძლება გამხდარიყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილების მიზეზი?

ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეც­ვა­ლა.

რო­გორც პარ­ტი­ის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პოს­ტის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო.

"ჩემ­თვის, ცხა­დია, მძი­მეა, თუმ­ცა ექი­მე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემ­თვის, 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად აკ­რძა­ლუ­ლია რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას, რომ 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რა­ღაც 4 თვეა დარ­ჩე­ნი­ლი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე არ იყოს ფუნ­ქცი­უ­რი, არ იყოს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ჩარ­თუ­ლი, არ იყოს 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დის, ყვე­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თი­ნას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა და და­ა­მა­ტა, რომ სურს გახ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. ამ პოსტზე მუ­შა­ო­ბა, მისი თქმით, "ყო­ველ­დღი­ურ, რუ­ტი­ნულ მუ­შა­ო­ბას“ არ სა­ჭი­რო­ებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გებ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცებს. ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყრი­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­იწ­ვევს.

"პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია, პო­ლი­ტი­კის ბიზ­ნე­სად ქცე­ვა, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც შპს-ში, მე­ნე­ჯე­რე­ბის და­ნიშ­ვნა და მერე გა­და­ნიშ­ვნა - თუ რა­მეა რუ­სუ­ლი ყა­ი­დის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, სწო­რედ ესაა“, - და­წე­რა პარ­ტია "ახ­ლის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა მე­ლი­ამ მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში მო­რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­ცხად­და.

ნიკა მე­ლი­ამ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რეა, - სწო­რედ ის ჩა­ა­ნაც­ვლა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა 2023 წლის იან­ვარ­ში, - იმა­ვე დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა: "რუ­სულს რე­ჟიმს ვერ და­ა­მარ­ცხებ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით. ოლი­გარ­ქს ვერ და­ა­მარ­ცხებ ფუ­ლით. არა­ფორ­მა­ლურ მარ­თვას ვერ და­ა­მარ­ცხებ არა­ფორ­მა­ლუ­რი მარ­თვის სტი­ლით“.

მე­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა ენმ-სთან 2022-23 წლებ­ში უკავ­შირ­დე­ბო­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის როლს პარ­ტი­ა­ში. მე­ლი­ამ თა­ვის დრო­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ჩე­კის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით“ პარ­ტი­ა­ზე არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

პარ­ტი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში ცვლი­ლე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"მხარს ვუ­ჭერ თინა ბო­კუ­ჩა­ვას ახალ თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვას და პარ­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს“. იგი აცხა­დებს, რომ "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის და სიმ­ტკი­ცის ნი­მუ­ში“, - წერს ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge-ს წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ უყ­ვე­ბა:

"მიშა და "მთლი­ა­ნად ენმ-ს ლი­დერ­ში­ფი ერთ რა­მეს მიხ­ვდნენ - ვი­ნა­ი­დან მო­დის არ­ჩევ­ნე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია და­სავ­ლელ ლი­დე­რებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ხა­ბე­იშ­ვილს კი ამის­თვის არც სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა აქვს და არც ენა იცის. სა­ჭი­რო იყო ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. თინა ბო­კუ­ჩა­ვა კარ­გი კან­დი­და­ტუ­რაა, მას უცხო­ეთ­ში აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, უცხო ენაც კარ­გად იცის და პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც ხა­ბე­იშ­ვილ­ზე მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. იხილეთ სრულად

myquiz