ლიეტუვის ელჩი - ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ის კრემლშია - მათი ყველა მოკავშირე ამ „გლობალური ომის პარტიის“ წევრები არიან | Allnews.Ge

ლიეტუვის ელჩი - ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ის კრემლშია - მათი ყველა მოკავშირე ამ „გლობალური ომის პარტიის“ წევრები არიან

ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ის კრემლშია, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ყველა მოკავშირეც “გლობალური ომის პარტიის” წევრები არიან.

"ერთი ან ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ აზრში გვაქვს “გლობალური ომის პარტიის” ახლად შექმნილი განმარტება. ჩვენი გაგებით და რაც მინისტრმა ლანდსბერგისმა თქვა, როდესაც ის 15 მაისს აქ იმყოფებოდა საქართველოში, არის ის, რომ ერთადერთი "გლობალური ომის პარტია" არსებობს და ის კრემლშია. ყველა, მათ შორის ამ ქვეყანაში და ასევე კრემლის ყველა მოკავშირე “გლობალური ომის პარტიის” წევრები არიან.

ასე რომ, ეს არის დიდი განსხვავება ევროატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებასა და მათ შორის, ვინც ახლა უბიძგებს და დაჟინებით მოითხოვს სამხედრო გადაწყვეტილებებს საკუთარი ინიციატივებისთვის, რომლებიც საერთოდ არ არის საჭირო. ასე რომ, "გლობალური ომის პარტია" და ამ პარტიის შტაბ-ბინა კრემლშია. ყველა ჩვენგანი უნდა გავუმკლავდეთ მას,“ - განაცხადა ელჩმა.

იხილეთ სრული ინტერვიუ.

myquiz