მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ | Allnews.Ge

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ

- ქალბატონო მარკეტა, „ქართული ოცნების“ წევრები ხშირად უსვამენ კითხვებს ევროპელ ლიდერებს - კანონპროექტის რომელი ნაწილია ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი, რადგან მათი თქმით, გამჭვირვალობა ევროპული ღირებულებაა. შეგიძლიათ ახსნათ, რაში ხედავთ პრობლემას?

- ვფიქრობ, ბევრი შეფასება იყო იმის შესახებ, თუ რატომ არის კანონი პრობლემატური. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი კონკრეტული შეფასება იმის შესახებ, თუ რა არის კონკრეტული პრობლემა. იყო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როგორ შეიცვალოს იგი. მათ მიიღეს ბევრი წინადადება როგორც არასამთავრობო სექტორისგან, ასევე ევროკავშირისგან.

მთლიანობაში, ამ კანონმდებლობას ყველაზე დიდი პრობლემა აქვს თავის მიზნებში, რადგან მიზანი, საგარეო ჩარევის დაძლევაა, თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორ განვსაზღვრავთ საგნებს, უცხოური ჩარევა შეიძლება გახდეს ნებისმიერი და არა სახელმწიფოსთვის საზიანო, არამედ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისთვის საზიანო ქცევა და ეს კონკრეტიკა არ არის ამ კანონმდებლობაში. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ რომ იმის გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის შედგენილი. ის შედგენილია პროევროპული არასამთავრობო და პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო იდეით და მისი მიზანი რუსული საგარეო გავლენაა.

- მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ის, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც გეგმავს მსგავსი კანონების მიღებას საგარეო ჩარევის შესახებ. ისინი საფრანგეთის მაგალითებს ახსენებენ, სადაც უცხოური ჩარევის შესახებ ახალი კანონის მიღებას გეგმავენ. რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს კანონი ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩათვლილიყო?

- კანონპროექტის შეცვლის ბევრ შესაძლებლობას ვხედავ. პრობლემა კანონის არსებობაში არ არის, არამედ ის, თუ როგორ არის ის შემუშავებული. ვფიქრობ, ჩემს წინა პასუხში განვმარტე, რომ ეს ნამდვილად ეხება გავლენისა და უცხოური ჩარევის განსხვავებას და განსაზღვრებას, თუ ვისზე მოახდენს ის გავლენას. მე ჯერ არ წამიკითხავს საფრანგეთის კანონი, ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, ეხება თუ არა ამ საკითხებს, მაგრამ ევროკავშირი და სხვები არასოდეს აკრიტიკებდნენ კანონმდებლობის არსებობას, არამედ იმას, თუ როგორ არის შემუშავებული ის და რა განზრახვით.

- კანონის მიღების გამო, დასავლელი ლიდერების სამომავლო ნაბიჯების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება... რა არის ეს მექანიზმები, რომლებიც შეიძლება დაწესდეს?

- ეს იქნება ევროკომისიის გადაწყვეტილება. ახლა ძნელი სათქმელია, რას გამოიყენებს ახალი ევროპარლამენტი და ახალი კომისია, მაგრამ ბევრი, ბევრი მექანიზმი არსებობს. მათ შორის განიხილება თანხების გამოყოფის შეჩერება, რეფორმის გასაგრძელებლად და ევროპული გზისკენ, ასევე, უარეს შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა. ეს მოლაპარაკებები ამჟამად ევროპულ ქვეყნებში მიმდინარეობს, მაგრამ რას ფიქრობს ამაზე ახალი პარლამენტი და კომისია, ვერ გეტყვით.

- თქვენ ახსენეთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მაგრამ ამ გზით საქართველოს მოსახლეობა დაკარგავს ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობას. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეებისთვის მისი გაუქმება?

- მე პირადად არ ვარ ამ ზომების დაწესების დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ამის არგუმენტი არის ის, რომ თუ ხალხი ვერ ხედავს და არ აცნობიერებს, რომ ევროპულ გზას მთავრობა ართმევს მათ, მაშინ ევროპას მოუწევს მათი გაკეთება. ნახავენ, რა შედეგები მოჰყვება ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას და იმედია, არჩევნებზე გადაწყვეტენ, არის თუ არა ეს ის, რაც მოსახლეობას სურს. ევროპული გზა არის ის, რაც მოსახლეობის უმეტესობას სურს, მაგრამ ეს არ არის ის, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლება მიდის.

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ეს სავარაუდოდ შემოდგომით იქნება. ეს მოხდება, მაშინ, როცა იქნება ახალი კომისია, ახალი კომისიის სისწრაფიდან გამომდინარე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ან მის შემდეგ, მე პირადად ვიფიქრებდი და ვიმედოვნებდი, რომ ასე მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

- როგორი ურთიერთობა შეიძლება იყოს თბილისსა და ბრიუსელს შორის უკვე დღეიდან?

- ურთიერთობა მუდმივად უარესდება. მე ვნახე რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის ძალიან საზიზღარი ბრალდება და ახლა ის გადაიზარდა ბრალდებამდე, რომ კომისარი ოლივერ ვარჰეი ემუქრებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის აცხადებდა, რომ ფიცოს მსგავსად დაასრულებდა. ეს არ არის ის, რაც მან თქვა. მისი თქმით, მოქალაქეების პოლარიზაციამ და რადიკალიზაციამ შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს და ეს არის ის, რაც ამჟამად ხდება საქართველოში. ხალხი ქუჩაშია, ხალხს ურტყამს პოლიცია ხელისუფლების თანხმობით და ეს კიდევ უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს. ქართველი ხალხი საოცარია. ისინი არ იყენებენ არანაირ ძალადობას, თუმცა მათ მიმართ ძალადობა ხდება. მაგრამ მაინც, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ვინმე ძალიან რადიკალიზდება და ვფიქრობ, რომ ამის პრევენცია საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან ძალადობა არაფერს წყვეტს. მე პირადად მყავს მეგობრები, რომლებსაც არაფრის კეთების გამო სცემეს, უბრალოდ აქციაზე ყოფნის გამო. თუ მათ არ აქვთ უფლება გააპროტესტონ პოლიციის მხრიდან ძალადობა. ისინი აღარ ცხოვრობენ დემოკრატიაში.

- არის თუ არა კოორდინაცია ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის საქართველოს მიმართ შესაძლო ზომების დაწესებასთან დაკავშირებით?

- ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არ არსებობს. ვფიქრობ, თუ იქნება ზომები, ისინი დაფუძნებული იქნება აშშ-ს ან ევროკავშირის შეფასებაზე. თუმცა, არის დისკუსიები და მოლაპარაკებები და შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის პოზიცია და ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიცია ძალიან, ძალიან ჰგავს. მეც იგივეს ვიტყოდი. თუმცა ზომები შეიძლება განსხვავდებოდეს. ჩვენ იგივე ვითარებას ვხედავთ საქართველოშიც, რომ ის რუსული გზით მიდის. მაგრამ, როგორც ვთქვი, არ მგონია, რომ ზომები იყოს კოორდინირებული. იხილეთ სრულად

myquiz