"რუსებმა მითხრეს, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო..." - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება და ვერსია ვარჰეი-კობახიძის სკანდალზე | Allnews.Ge

"რუსებმა მითხრეს, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო..." - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება და ვერსია ვარჰეი-კობახიძის სკანდალზე

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული... სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოაგდოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში“ , - ასე უპასუხა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმა შეახსენა. ეს საქართველოს მმართველმა გუნდა მუქარად აღიქვა.

რატომ შევიდა ჩიხში „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დასავლელი პოლიტიკოსების ურთიერთობები და რის მიღწევა ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, ამ ყველაფრის გარკვევას უსაფრთხოების ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან საუბრისას შევეცადეთ.

მამუკა არეშიძე:

- მეც ვფიქრობ, რომ ვარჰეიმ უბრალოდ გააფრთხილა კობახიძე და ეს არ იყო პირადი მუქარა. თუმცა, მისი სტატუსის მქონე ადამიანს, პირადი საუბრისას, ალბათ, მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. ეს გაფრთხილება იყო იმის თობაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და ზოგადად, ევრაზიის სივრცეში მაშინ, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი განსაკუთრებულ ურჩობას გამოიჩენს. ვარჰეის პოზიციები ჩემთვის ცნობილია და ვიცი, რომ ის ხშირად მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა დავალება აქვს მისცეს.

- თქვენი ვერსიით, რა დავალება უნდა ჰქონდეს ვარჰეის ან ვისგან?

- ვფიქრობ, ვარჰეის, როგორც ევროსტრუქტურის წარმომადგენელს, დავალება აქვს - ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ მიიღოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გულის სიღრმეში ის სხვაგვარადაც ფიქრობდეს, ის ხომ უბგრელია. დიახ, ეს იყო მუქარანარევი განცხადება. მე ასე მიმაჩნია.

- გარდა იმისა, რომ ამ კანონმა, საქართველოს ხელისუფლება ევროპელ ლიდერებთან დააპირისპირა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორ წარმოგიდგენიათ, მართლა ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ ამ კანონის მიღება თუ მოსკოვის შიშით მიდის ვაბანკზე?

- კანონის შინაარზე მსჯელობას დიდი ხანია თავი დავანებეთ, ჩვენ ახლა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში ვართ და როგორც ჩანს, გარკვეულ როლს და ფუნქციას ვასრულებთ. კანონი გახდა ბრძოლის საგანი - ზოგისთვის მიზეზია, ზოგისთვის ინსტრუმენტი.

- „ქართულ ოცნებას“ ხომ შეუძლია, კანონი, როგორც ბრძოლის ინტრუმენტი, გააუვნებელყოს. რატომ არ აკეთებს ამას?

- _ ყველაფერი კონკრეტული გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, კონკრეტული ვითარების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება. თუ საჭირო იქნება, გადადებენ ამ კანონს, თუ საჭირო იქნება, სასწრაფოდ აამუშავებენ. ამ კანონის გამოტანას თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ეს მიზეზი რეალურად არავინ არ ვიცით, რამდენიმე კონკრეტული ადამიანისა და კონკრეტული პოლიტიკური ძალისა, სხვადასხვა ქვეყანსა და რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულები ვართ ვივარაუდოთ. ჩემი ვარაუდის მიხედვით კი, კანონის მიღება-არმიღება მის შინაარსზე არ არის დამოკიდებული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი პოლიტიკური სუბიექტი მიაღწევს თავისას. თუ შენიშნეთ, ეს კანონი ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა როგორც შიდა, ასევე, საგარეო პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. კანონს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა შინაარსი და ფორმა აქვს, მაგრამ არსი და პათოსი ყველგან ერთია - უცხოური გავლენების შეზღუდვა. მტრებს ეხება ეს თუ მეგობრებს, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, ფრანგულ კანონში მინიშნებულია, რომ ეს არ შეეხება ევროკავშირს, მაგრამ არ ჩანს, სხვა მოკავშირეებს, მაგალითად ამერიკას, ავსტრალიას და კანადას თუ ეხება. მე მგონია, რომ ეხება. ვინაიდან საფრანგეთი გამწარებულია იმის გამო, რომ წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებიდან ამოაგდეს. ჩემი აზრით, ბრიტანეთი იმიტომ გავიდა ევროკავშირიდან, რომ ამ ტიპის აქტივები იგეგმებოდა, თავის მხრივ რუსეთი და ჩინეთი ცალკე აქტიურობენ... იხილეთ სრულად

myquiz