"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - სენატში წარდგენილი კანონპროექტის დეტალები | Allnews.Ge

"სანქციები შეიძლება დაუწესდეს ყველას, ვინც 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის წევრად" - სენატში წარდგენილი კანონპროექტის დეტალები

"სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­უ­წეს­დეს ყვე­ლას, ვინც 2012 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად" - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სე­ნატ­ში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტში, რო­მელ­საც "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქტი" უწო­დეს.

აქტი ამ­ბობს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს: "სწრა­ფი შე­დე­გე­ბის და­კის­რე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ან პირ­და­პირ და შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­ერ­თნენ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, ქმე­დე­ბებ­ში ან პო­ლი­ტი­კა­ში, რაც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ან ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას”, - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

სე­ნატ­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სან­ქცი­ე­ბი შე­საძ­ლოა და­უ­წეს­დეს:

“(1) ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ პირს, რო­მე­ლიც 2012 წლის 1 იან­ვარს ან მის შემ­დეგ მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის უფ­როს თა­ნამ­შრომ­ლად, ან იყო ან არის მოქ­მე­დი ან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

(2) ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რობს ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, დაზ­ვერ­ვის, სა­სა­მარ­თლო ან ად­გი­ლობ­რი­ვი ან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

(3) (1) პუნ­ქტში აღ­წე­რი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ან (2) პუნ­ქტში აღ­წე­რი­ლი პი­რის უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რი.”

აქტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს “პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით” და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი და გა­იწ­ვი­ოს საქ­მე­ე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ. ის მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა, რათა ის ასა­ხავ­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას

სე­ნა­ტო­რე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აქტი ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, შე­ად­გი­ნოს იმ პირ­თა სია, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს, ჩარ­თუ­ლია კო­რუფ­ცი­ა­ში ან “ბლო­კავს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში".

აქ­ტში ნათ­ქვა­მია: "კონ­გრე­სის თვლის, რომ "ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ბლო­კი­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ან ოლი­გარ­ქი­უ­ლი ძა­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გავ­ლე­ნის გამო, წარ­მო­ად­გენს კო­რუფ­ცი­ის ფორ­მას".

კა­ნონპ­რო­ექ­ტი მო­ი­ცავს რო­გორც სა­ვი­ზო, ისე ქო­ნებ­რივ სან­ქცი­ებს.

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლოს მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი ან სან­ქცი­ე­ბი პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან იმ ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვას, რაც მო­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბას ან და­ში­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ”, - ნათ­ქვა­მია აქ­ტში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­ყინ­ვას და ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე "რუ­სე­თის მავ­ნე სა­გა­რეო საქ­მი­ა­ნო­ბის" და ე.წ. "მაგ­ნიტსკის აქ­ტით" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სან­ქცი­ებს.ამას­თან, აქ­ტში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე. "კონ­გრე­სის აზ­რით, [სა­ხელ­მწი­ფო] მდი­ვან­მა უნდა შე­ა­ჩე­როს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კო­მი­სია, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა 2009 წლის 9 იან­ვარს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ით, მა­ნამ, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ მი­ი­ღებს ზო­მებს, რათა (1:) ასა­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სურ­ვი­ლე­ბი და (2:) შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ”, - ნათ­ქვა­მია აქ­ტში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი 5 წლის ვა­დით მოქ­მე­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და გარ­და სხვა ნა­წი­ლე­ბი­სა, მო­ი­ცავს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ გა­და­ხე­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს, მის დახ­მა­რე­ბას ქვეყ­ნის შიგ­ნით, შე­ა­ჩე­როს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გა­და­ხე­დოს თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

აქ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში და ნათ­ქვა­მია, რომ უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დეს პარტნი­ო­რო­ბა სა­მო­მავ­ლოდ. აქტი ასე­ვე ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, შე­ის­წავ­ლოს რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა.

რო­გორც "ამე­რი­კის ხმა" წერს, ამ ნა­ბი­ჯამ­დე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ე.წ. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნის გან­ხილ­ვი­სა და მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტო­რებ­მა და კონ­გრეს­მე­ნებ­მა რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

myquiz