"ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრის თხოვნას უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს" - რას აცხადებს პრემიერი | Allnews.Ge

"ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრის თხოვნას უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს" - რას აცხადებს პრემიერი

"შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ თხოვ­ნა შეხ­ვედ­რას­თან [ჯე­იმს ო’ბრა­ი­ან­თან] და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უა­რით უპა­სუ­ხა", - რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ე­ბის თე­მას, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ „ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წეს ჯე­იმს ო’ბრა­ი­ანს ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი ჩა­მო­აქვს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდე­ბა“.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ შან­ტა­ჟის ქვეშ ვე­რა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას ვერ გა­მარ­თავს. ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბის თემა არ აინ­ტე­რე­სებს, რად­გან მის მი­მართ „დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბი ისე­დაც მოქ­მე­დებს“."თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აინ­ტე­რე­სებს ეს სა­კი­თხი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ სა­კითხს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევს. რაც შე­ე­ხე­ბა ო’ბრა­ი­ა­ნის ვი­ზიტს, შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ თხოვ­ნა შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უა­რით უპა­სუ­ხა. ამას თა­ვი­სი ახ­სნა და გან­მარ­ტე­ბა ჰქონ­და. ასე­ვე იყო გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვა უცხო­ელ დიპ­ლო­მა­ტებს და პო­ლი­ტი­კო­სებ­საც უთხრა უარი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე. ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე მთხოვ­დნენ ხოლ­მე ამ სა­კი­თხე­ბის შე­თან­ხმე­ბას. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უა­რის მი­ზე­ზი იყო ერთი და იგი­ვე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ისე­დაც არის დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბის ქვეშ.

გა­ყი­ნუ­ლი აქვს 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთს მი­ან­დო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ ხელ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ შან­ტა­ჟის ქვეშ ის ვე­რა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას ვერ გა­მარ­თავს. ეს არის მისი მკა­ფიო პო­ზი­ცია. რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა შან­ტა­ჟი და დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რა შედ­გეს, მაგ­რამ დღეს ესაა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­თი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა რო­გორც არ ჭრი­და 2022 წლის მარ­ტი­დან, რო­დე­საც თან­ხე­ბი გა­უ­ყი­ნეს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე ვერ გაჭ­რის მას­ზე ასე­თი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა. ვე­რა­ვინ გა­და­ად­გმე­ვი­ნებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯებს, ვე­რა­ვი­თა­რი შან­ტა­ჟი­სა და მუ­ქა­რის პი­რო­ბებ­ში. სან­ქცია ხომ თა­ვის­თა­ვად შე­ი­ცავს შან­ტაჟ­სა და მუ­ქა­რას. ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი თემა ამ ყვე­ლა ამ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წეს, ჯე­იმს ო'ბრა­ი­ანს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბის პა­კე­ტი ჩა­მო­აქვს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც შეხ­ვდე­ბა.

myquiz