პეტრას აუსტრევიჩუსი - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას
ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება ასე რომ ეს უბრალოდ არ არის წინსვლის ევროპული გზა. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხს ეძღვნებოდა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მცდელობა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ევროპულ პრაქტიკად წარმოაჩინონ.
„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს კანონპროექტი წარმოაჩინეს დასავლურ პრაქტიკად, რომ არაფერია არასწორი და ევროკავშირსაც აქვს რაღაც მსგავსი და რომ თითქოს, ამ კანონპროექტის წარდგენით, საქართველო მიჰყვება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ეს არასწორია, მსგავსი არაფერია ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს საკუთარ ქვეყანაში გააკეთოს. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება ასე რომ ეს უბრალოდ არ არის წინსვლის ევროპული გზა. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.