იაპონელების სკანდალური დასკვნა უკრაინის ომზე: დამნაშავეები ამერიკელებიც არიან?! - იმართება თუ არა საიდუმლო მოლაპარაკებები პუტინთან
იაპონური გაზეთი „ტოიო კეიძაი“ (Toyo Keizai // 東洋経済) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. როგორი იქნება 2024 წელი?“ (ავტორი - სიგეიუკი იოსიდა). ვრცელ მასალაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, განხილულია უკრაინის კონტრშეტევის კრახის მიზეზები და გადმოცემულია ომის სავარაუდო პერსპექტივა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც 2023 წლის ივნისში დაიწყო, მიუხედავად ლოკალური წარმატებისა, წლის ბოლოსათვის ჩიხში შევიდა: უკრაინის არმიამ ვერც ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, მათ შორის, ყველაზე მთავარს - ვერ გავიდა აზოვის ზღვის სანაპიროზე. რატომ მოხდა ასე? გავაანალიზოთ სიტუაცია და, იმავდროულად, 2024 წლის პერსპექტივებიც განვიხილოთ.
ა) ფაქტორები, რომლებმაც ფრონტი ჩიხში შეიყვანა
რუსეთ-უკრაინის ომი პატურ მდგომარეობამდე რამდენიმე ფაქტორმა მიიყვანა, რომლებიც პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება, გავყოთ: სუფთა სამხედრო მნიშვნელობის მქონედ და დიპლომატიურ-გეოპოლიტიკურად.
სამხედრო ფაქტორების ანალიზი ნებას გვაძლევს, სამი ასპექტი გამოვყოთ:
- ამერიკელებმაც და უკრაინელებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები;
- როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ამერიკელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი წარმოდგენა თანამედროვე საომარ მოქმედებებზე, რომლებშიც გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები;
- ვაშინგტონსა და კიევს შორის არსებობდა სერიოზული უთანხმოება კონტრშეტევის სტრატეგიაზე.
დეტალურად განვიხილოთ პირველი და მეორე ასპექტი.
პირველი: როგორ შეცდნენ უკრაინელები და ამერიკელები?
სამხედრო მოქმედებების მოდელირების შედეგად, პენტაგონი დარწმუნდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც დასავლური იარაღით იყვნენ აღჭურვილნი და ნატოს ინსტრუქტორების მიერ გაწრთვნილნი, შეძლებენ რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას, 60 ან 90-დღიანი ბრძოლების შემდეგ მიაღწევენ აზოვის ზღვის ჩრდილოეთ ნაპირს და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს გადაუჭრიან, ჰაერიდან ავიაციის მხარდაჭერის გარეშე.
მაგრამ მოხდა სრულიად პირიქით: რუსეთის არმიამ 2022 წელს აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტებზე დამარცხების შემდეგ ძალების მოკრება შეუპოვრად დაიწყო, მაგრამ ამერიკელმა და უკრაინელმა სტრატეგებმა მოსკოვის პოტენციალი სათანადოდ ვერ შეაფასეს. მათ ვერ შეძლეს, სწორად განესაზღვრათ რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობა, დანაღმული ველების განაღმვის შესაძლებლობები. მათ, ასევე, ვერ მოამზადეს კონტრზომები რუსეთის არმიის მიერ ტაქტიკის შეცვლის კვალობაზე.
უკრაინის არმია დადგა ისეთი მასშტაბური სახმელეთო ომის წინაშე, რომელიც სანგრებში და ტრანშეებში მიმდინარეობს და რომელშიც ისეთი იარაღი, როგორიცაა დამრტყმელი დრონები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს - სწორედ ეს არის მტრის ტაქტიკა, რომლთანაც არც ამერიკელებს და არც ნატოელებს არასდროს შეხება არ ჰქონიათ.
და მაინც უკრაინის არმია იბრძოდა, თანაც ისეთ პირობებში, როცა ჰაერიდან ავიაციის მხარდაჭერა არ ჰქონდა. ასეთი გარემოება აშშ-ის არმიის მიერ ჩატარებული ოპერაციების დროს წარმოუდგენელია: ამერიკელ ჯარისკაცებს საომარი მოქმედებების დროს ყოველთვის ჰყავთ ჰაერში საიმედო ძალა - ავიაცია.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავიდანვე არ იძლეოდა ნებართვას ძლიერი იარაღის უკრაინისთვის მიწოდებაზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვდა, მაგალითად, თვითმფრინავ F-16-ებს („ფალკონებს“). საბოლოო ჯამში, ავიაციის მიწოდების ნებართვა მხოლოდ კონტრშეტევის წინ გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ დააგვიანა.
მეორე: ამერიკული სტრატეგია, რომელიც უკრაინას ხელს უშლის
ახლა განვიხილოთ პენტაგონსა და უკრაინელ სამხედროებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები. ამერიკელები დაბეჯითებით მოუწოდებდნენ უკრაინელებს წერტილოვანი სტრატეგიის განხორციელებაზე, ანუ ისეთზე, რომელიც მელიტოპოლზე - ზაპოროჟიეს ოლქის საკვანძო ქალაქზე - იქნებოდა ორიენტირებული. მელიტოპოლზე შეტევისა და მისი დაკავების შემდეგ უკრაინის არმია აზოვის ზღვის სანაპიროზე გავიდოდა, მაგრამ კიეველი სარდლები და გენერლები ამ სტრატეგიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ წამოაყენეს გეგმა ერთდროულად სამი მიმართულებით შეტევაზე - ბერდიანსკის, მელიტოპოლისა და ბახმუტის ხელში ჩასაგდებად. ვაშინგტონმა კიევს დაუთმო.
2023 წლის აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა პენტაგონის მიერ შეთავაზებულ ოპერაციაზე, ჩიხიდან გამოსვლის მიზნით. კიევმა აირჩია ისეთი სტრატეგია, რომლის თანახმად, უკრაინის არმია კონტრშეტევას აგრძელებდა საკუთარი გეგმითა და შეხედულებებით, 2023 წლის ბოლომდე - ანუ ისეთით, როგორსაც უკრაინელი სარდლები და გენერლები სწორად თვლიდნენ. უფრო მეტიც - მათ ახალი ფრონტიც კი გახსნეს ყირიმის მიმართულებით, მაგრამ... ნოემბრის დასაწყისში უკვე აშკარა გახდა შეტევის წარუმატებლობა: სახმელეთო ჯარი ვერც აზოვის ზღვის სანაპიროზე გავიდა (ჩრდილოეთით) და ვერც ყირიმი დაიკავა (სამხრეთით). იხილეთ სრულად