პრემიერი - მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე | Allnews.Ge

პრემიერი - მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა! მადლობელი ვარ ევროპული საბჭოს ლიდერების, შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, - წერს ღარიბაშვილი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

myquiz