„კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოდ 6 წელიწადი დასჭირდა“ - რას გვაჩვენებს სხვა ქვეყნების მაგალითები? | Allnews.Ge

„კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოდ 6 წელიწადი დასჭირდა“ - რას გვაჩვენებს სხვა ქვეყნების მაგალითები?

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. 15 დეკემბერს კი უკვე ველოდებით, მოგვცემენ თუ არა სტატუსს.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

„თიბისი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.

„პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

406471212-831886028623314-5062165123896688055-n-1702465983-1702532296.jpg

ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.

„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც. იხილეთ სრულად

myquiz