დაგეგმილი მკვლელობა თბილისში, რომელმაც ისრაელი და ირანი ომის ზღვრამდე მიიყვანა- რა მოხდა საქართველოს დედაქალაქში ერთი წლის წინ?! | Allnews.Ge

დაგეგმილი მკვლელობა თბილისში, რომელმაც ისრაელი და ირანი ომის ზღვრამდე მიიყვანა- რა მოხდა საქართველოს დედაქალაქში ერთი წლის წინ?!

2022 წლის 15 ნოემბერს დილას ისრაელის გაზეთებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს: თბილისში იგეგმებოდა საქართველოში მცხოვრები ისრაელის მოქალაქე ებრაელ ბიზნესმენზე (ვინაობა დასახელებული არ იყო) თავდასხმა და ამ ტერორისტული გეგმის უკან ირანი დგასო. ასევე დასახელებულნი იყვნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ის მოქალაქენი, ვინც, ისრაელის მასმედიის აზრით, ტერაქტის ორგანიზატორები იყვნენ, კერძოდ: ჰოსეინ რუჰბანი, მუჰამედ-რეზა არბელო, მოჰსენ რაფი მიანდაშტმი, ფარჰად ფაშაი და ალი ფაიზიპური. ირანიდან ოპერაციას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეციალური დანიშნულების ძალების („ყუდსი“) უფროსი ოფიცერი ჰოსეინ რუჰბანი ხელმძღვანელობდა, ხოლო თბილისში კოორდინაციას ალი ფაიზიპური ახორციელებდაო. თავის მხრივ საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირანი აგრძელებს მშვიდობიან საქართველოში ტერაქტების მცდელობებსო. ცნობილია, რომ „ყუდსი“ ძირითადად ირანის გარეთ ახორციელებს სპეცოპერაციებს. ლიბანში მისი დასაყრდენი „ჰეზბოლაა“, ღაზას სექტორში - „ჰამასი“; პაკისტანსა და ავღანეთში - ირანთან დაახლოებული სამხედრო–პოლიტიკური დაჯგუფებები.

15 ნოემბერს საღამოს, თბილისში მდებარე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშესთვის ეს სატელეფონის ზარი სრულიად მოულოდნელი იყო: მას პირადად ისრაელის პრეზიდენტმა იცჰაკ ჰერცოგმა დაურეკა და გადარჩენა მიულოცა. მხოლოდ მაშინ შეიტყო იციკ მოშემ, რომ ტერორისტების სამიზნე ყოფილა. შემდეგ დღეებში კი სატელეფონო ზარები ფაქტიურად არ შემწყდარა.

photo-1700806115-1700820853.jpg

იციკ მოშე

ისრაელის მოქალაქის მკვლელობის გეგმების აღკვეთის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ნოემბერს შემდეგი ოფიციალური განცხადება გაავრცელა: . „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

სუს–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და უცხოეთის მასმედიაში დბეჭდილი მასალების შეჯერებისა და ანალიზის შემდეგ ამგვარი სურათი გამოიკვეთა. ირანის მოქალაქეებმა (უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებიდან გამომდინარე გვარებს არ ვასახელებ) ცნობილი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქის, თბილისში მცხოვრები იცჰაკ მოშეს მკვლელობა დაგეგმეს. იხილეთ სრულად

myquiz