რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? - იხილეთ სხვა ქვეყნების მაგალითები | Allnews.Ge

რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? - იხილეთ სხვა ქვეყნების მაგალითები

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკები და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

tbc კაპიტალმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.

პუბლიკაციაში განხილულია, ვროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

ევროკავშირინ, გაწევრიანების პროცესში, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობსეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაადასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. იხილეთ სრულად

myquiz