"არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ისევ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ." - მამუკა არეშიძე | Allnews.Ge

"არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ისევ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ." - მამუკა არეშიძე

გა­სულ კვი­რას ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა Edison Research -ის მო­რი­გი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი. კი­თხვა­ზე, დღეს რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, ვის მის­ცემ­დით ხმას? - გა­მო­კი­თხულ­თა 37% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ასა­ხე­ლებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"/"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს" - 21%, პარ­ტი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - 9%, "ლე­ლოს" კი - 5%. ამ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 4 პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას აქვს ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შან­სი. თუ არ­ჩევ­ნებ­ზე იგი­ვე შე­დე­გი დად­გა, მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი ჯა­მუ­რად ისეთ მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღე­ბენ, რომ გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნა. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე სა­უბ­რობს, გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- მოდი, შევ­თან­ხმდეთ, ეს არის 6 ნო­ემ­ბრამ­დე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, მას შემ­დეგ იყო ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცია და იქ­ნე­ბა კი­დევ ბევ­რი რამ, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლის მხარ­და­ჭე­რის ამ პრო­ცენ­ტებს. გარ­და ამი­სა, ველი, რომ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", თუ არ ჩა­მო­ყა­ლიბ­და იმა­ზე, თუ რა უნდა, არ ვიცი, რა პერ­სპექ­ტი­ვა ელის. ჩემი ხედ­ვით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხმის მიმ­ცემ­თა დიდი ნა­წი­ლი მა­ინც პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან შედ­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას 9%-ს, ეს არ მიკ­ვირს, შე­საძ­ლოა სა­არ­ჩევ­ნოდ ოდ­ნავ კი­დე­ვაც გა­ი­ზარ­დოს. მან სწო­რი ტაქ­ტი­კა აირ­ჩია, არ ჩანს აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, თუმ­ცა მა­ინც სულ ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს, სა­უბ­რო­ბენ მისი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი. ამის შე­დე­გად მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს. "ლე­ლოს" მხარ­და­ჭე­რაც რე­ა­ლუ­რი მგო­ნია.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მგო­ნია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­შინ რო­დე­საც გა­მოწ­ვე­ვე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდის მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ჩე­ნა. ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ ში­დას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­საც და რე­გი­ო­ნულ­საც. ეს იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი. თუ ამას და­ე­მა­ტე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც, მა­შინ კი­დევ უფრო მყა­რი გახ­დე­ბა მისი პო­ზი­ცია. ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ გზე­ბის გაყ­ვა­ნას, ვგუ­ლის­ხმობ რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებს, რო­გო­რიც არის პორ­ტი, აე­როდ­რო­მე­ბი, ანუ ე.წ შიდა დე­რეფ­ნის გამ­ტა­რო­ბის გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ეს პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფუნ­ქცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას უფრო გაზ­რდის. ეს თუ გა­კეთ­და და ხალ­ხმა ეს და­ი­ნა­ხა, მერ­წმუ­ნეთ, "ოც­ნე­ბა" მო­ა­ხერ­ხებს გა­მარ­ჯვე­ბას, მაგ­რამ ასე­ვე არ გა­მოვ­რი­ცხავ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მო­ინ­დო­მებს ძვე­ლი ბა­ლას­ტის მო­შო­რე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლე­ბუ­რი იმი­ჯის შექ­მნას. ეს ხე­ლოვ­ნუ­რად მოხ­დე­ბა თუ ახა­ლი პარ­ტია სპონ­ტა­ნუ­რად და­ი­ბა­დე­ბა, არ ვიცი.

- გუ­ლის­ხმობთ, რომ ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­აღ­ში აღ­მო­ცენ­დე­ბა?

- უფრო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ახ­ლოს მყოფ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ვგუ­ლის­ხმობ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქოლ­გის ქვეშ გაჩ­ნდეს. მოკ­ლედ, თუ მან ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ი­ნა­ხა, აუ­ცი­ლებ­ლად შექ­მნის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz