პუტინს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აწყობს! - რას აცხადებს გია ხუხაშვილი? | Allnews.Ge

პუტინს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აწყობს! - რას აცხადებს გია ხუხაშვილი?

ვის ინტერესებში შედის სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება და ვინ მოიგებს კანდიდატის სტატუსის მიღებით, ვინ რა დივიდენდებს დაიწერს 2024 წლის არჩევნებისთვის, ამის გარკვევას ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან შევეცადეთ.

- ვიზიარებ ქართველი ხალხის საყო­ველთაო სიხარულს, მაგრამ ფორიაქი მაინც მაქვს. რატომ?! ყველას კარგად ესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას გვიხარია, რომ ამ ორგანომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ევროსაბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. დიდი ალბათობით, საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, მეშინია, მანამდე რაიმე ისეთი­ არ ჩაიდინონ, რომ ევროპარლამენტარების განწყობა არ შეიცვალოს. ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც არის. ასეა თუ ისე, პროგნოზის გაკეთება რთულია, უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ "ქართული ოცნება" წყალს აღარ აამღვრევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს წელს და რატომ არ მოგვცეს გასულ წელს?

- იმიტომ, რომ გასულ წელს არ ვიყავით მზად, მეტიც, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკას ვატარებდით. აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არ მოგვცეს შარშან სტატუსი. სხვა საკითხია, ახლა რატომ გვაძლევენ - იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა "ქართულ ოცნებას" მიზეზს მისცემდა, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაეყენებინა. დასავლეთს არ უნდოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდებოდა რუსეთის კლანჭებში.

- დიდი ალბათობით, ამის შესახებ ევროპელმა პარტნიორებმაც იციან და როდესაც დეპოლარიზაციაზე საუბრობენ, რევოლუციური­ სცენარების გამორიცხვასა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდებას გულისხმობენ.

- შეიძლება, მაგრამ დღეს რევოლუციური სცენარის განვითარების ან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკომისიის რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ასეთ საფრთხეებს გამორიცხავს. სიმართლე გითხრათ, არც რუსეთისგან ველი აგრესიულ ქმედებას. მეტიც, არა მგონია, რუსეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყოს.

- რას გულისხმობთ?

- რუსეთს შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნახეთ, როგორ იყენებს უნგრეთს, ფაქტობრივად, მისი სახით "ტროას ცხენი" ჰყავს უკრაინაში. რატომ არ უნდა აწყობდეს ორი "ტროას ცხენი"?! მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქართველო რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი ამას ხელზე არ დაიხვევს და ევროკავშირში საკუთარ პლაცდარმად არ გამოგვიყენებს. იხილეთ სრულად

myquiz