მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს - როდის გამოცხადდება ევროკავშირის გადაწყვეტილება? | Allnews.Ge

მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს - როდის გამოცხადდება ევროკავშირის გადაწყვეტილება?

მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს - ევროკომისიის გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გამოცხადდება. ევროკავშირის გაფართოების შესახებ პრესკონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისარი ოლივერ ვარჰეი გამართავენ.

სწორედ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც 10 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, შეაფასებს და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას გასცემს.

სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები EU-ს გენერალურ საქმეთა საბჭოზე გაფართოების საკითხებს 12 დეკემბერს უყრიან კენჭს.

myquiz