"უკრაინა ამ ბაზაზეც მიიტანს იერიშს. ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაა... დე იურე ჩვენ საქართველოს დავარტყამთ, მაგრამ დე ფაქტო, ეს იქნება დარტყმა რუსეთზე" - დიმიტრი გორდონი | Allnews.Ge

"უკრაინა ამ ბაზაზეც მიიტანს იერიშს. ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაა... დე იურე ჩვენ საქართველოს დავარტყამთ, მაგრამ დე ფაქტო, ეს იქნება დარტყმა რუსეთზე" - დიმიტრი გორდონი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის მუდ­მი­ვი ბა­ზი­რე­ბის პუნ­ქტი გაჩ­ნდე­ბა.

"რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ფლოტს აღარ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შავი ზღვის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­აგ­რძე­ლოს ოპე­რი­რე­ბა, ისი­ნი თან­და­თა­ნო­ბით ყი­რი­მი­დან გარ­ბი­ან. ეს ის­ტო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვაა. ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნელს მო­უ­წია ეთ­ქვა, რომ შავი ზღვის ფლო­ტის ახალ ბა­ზას, უფრო სწო­რედ, იმ ფლო­ტის­გან რაც დარ­ჩა, იმის­გან ბა­ზას აკე­თე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რო­ტი­რო­ა­ზე, ანუ შავი ზღვის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, რაც უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბის­გან და სა­ზღვაო დრნე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად შორს არის, მაგ­რამ ჩვენ მათ იქაც მივ­წვდე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

პრე­ზი­დენ­ტის ამ კო­მენ­ტარს ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დი­მიტ­რი გორ­დო­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ბრა­ვო, რაც ზე­ლენ­სკიმ თქვა, ბრა­ვო. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნა ამ ბა­ზა­ზეც მი­ი­ტანს იე­რიშს. დიახ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­აა, მაგ­რამ იქ ახლა რუ­სე­ბი არი­ან. დე იურე ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს და­ვარ­ტყამთ, მაგ­რამ დე ფაქ­ტო ეს იქ­ნე­ბა დარ­ტყმა რუ­სეთ­ზე. ეს ტე­რი­ტო­რია, აფხა­ზე­თი, სა­ქარ­თვე­ლო­სია, მაგ­რამ ახლა რუს ფა­შის­ტებს აქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი", - თქვა გორ­დონ­მა ოლე­სია ბაც­მან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ახა­ლი მუდ­მი­ვი ბა­ზის გახ­სნა იგეგ­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დერ­მა ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

ambebi.ge

myquiz