"ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია წააგავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემო შეშლილები დარბიან ანთებული მაშხალებით"- როგორ აფასებს ექსპერტი მსფოლიოში შექმნილ ვითარებას? | Allnews.Ge

"ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია წააგავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემო შეშლილები დარბიან ანთებული მაშხალებით"- როგორ აფასებს ექსპერტი მსფოლიოში შექმნილ ვითარებას?

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, მას შემდეგ რაც, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმა დაიწყო და ისრაელის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში სისასტიკით გამორჩეული ოპერაცია დაიწყო, 12 დღეზე მეტი გავიდა.

ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა ამერიკამ და ევროპამ. ამერიკის საზღვაო ფლოტის ძალები ისრაელის სანაპიროსთან დგანან და როგორც ჩანს, შემაკავებელ როლსაც ასრულებენ, რომ ირანი ღიად არ ჩაერთოს ამ ბრძოლაში. თუმცა, ყველა დარწმუნებულია, რომ „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ უკან ერთი მხრივ ირანი, ხოლო მეორე მხრივ რუსეთი დგანან.

თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ბევრი ვერსია გამოითქმის. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებულ პროცესს? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ის რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, რუსეთისა და ირანის გარეშე არ ხდება იმისათვის, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინიდან ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანოს?

- რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ინტერესი სხვა რეგიონებზე და მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე იყოს გადატანილი იმ იმედით, რომ შესაბამისი დახმარება აღარ აღმოუჩინონ უკრაინას.

მაგრამ ეს არასწორი გათვლაა, რაც რუსეთს არაერთხელ მოსვლია. დასავლეთი და პირველ რიგში შეერთებული შტატები ის ძალაა, რომელსაც შეუძლია არაერთ მიმართულებაზე იყოს კონცენტრირებული.

რუსეთის ინტერესებშია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ინტერესი სხვა რეგიონებზე და მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე იყოს გადატანილი იმ იმედით, რომ შესაბამისი დახმარება აღარ აღმოუჩინონ უკრაინასსულ ახლახან იყო, როცა შეერთებული შტატები ერთდროულად იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. თან ახლა მას უშუალოდ ომებში მონაწილეობა არ უწევს. მისგან საერთაშორისო არენაზე თანადგომას და იარაღის მიწოდებას ელიან და ისიც მათ გვერდით დგას ამ გლობალურ ომში, რომელიც ფართო გაგებით ომია დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, სინათლესა და სიბნელეს შორის.

ამ ომში დასავლეთს დამარცხება არ შეუძლია. ის გამარჯვებული უნდა გამოვიდეს, თუ უნდა გადარჩენა. ეს კარგად ესმით ვაშინგტონში. ამიტომ გამოწვევა მიღებულია.

თან საინტერესოა, რომ ერთ პაკეტში აპირებენ ისრაელისა და უკრაინისთვის გასაწევი დახმარების გაერთიანებას. ეს მხოლოდ იმიტომ კი არ კეთდება, რომ ტრამპისტი კანონმდებლების მიერ ხმის მიცემა უზრუნველყონ (დახმარების პაკეტი მათ გარეშეც გავიდოდა), არამედ იმიტომ, რომ ვაშინგტონის გადმოსახედიდან ეს ერთი დიდი და საერთო პრობლემაა.

ამ ომში დასავლეთს დამარცხება არ შეუძლია. ის გამარჯვებული უნდა გამოვიდეს, თუ უნდა გადარჩენა. ეს კარგად ესმით ვაშინგტონში. ამიტომ გამოწვევა მიღებულიაფართო სურათს რომ შევხედოთ, აშშ-ს ინტერესში არ შედის დიდი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. ამერიკული გემების დაჯგუფების იქ მიყვანაც ამისი ნიშანია. ამერიკელთა გათვლებით, ეს გემები და მათზე არსებული შეიარაღება შემაკავებელი უნდა იყოს რეგიონის დიდი ქვეყნებისთვის, რათა ისინი არ ჩაერთონ ისრაელის წინააღმდეგ ომში.

მაგრამ ერთია გათვლა და მეორე - რეალობა. შეიძლება ომი არ იყოს შენ ინტერესში, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე მასში აღმოჩნდე ჩართული.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია წააგავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემო შეშლილები დარბიან ანთებული მაშხალებით და არავინ იცის, რომელი მათგანიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალი გამოიწვევს დიდ აფეთქებას.

ამიტომ ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.

მეორეს მხრივ, უნდა დაველოდოთ ისრაელს, რომელსაც მსგავსი სიტუაციების გამოძიების დიდი ტრადიციები გააჩნია. მათ თავის დროზე ასე გამოიძიეს „იომ ქიფურის ომის“ (როდესაც 1973 წელს არაბული ქვეყნები მოულოდნელად დაესხნენ თავს ისრაელს) საქმე.

დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს ომი დასრულდება, ისრაელი დეტალურად გამოიძიებენ 7 ოქტომბრის ტერაქტის საქმესაც, სადაც გამოჩნდება ვინ იდგა ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან. ასეთი სახის თავდასხმის დაგეგმვა და განხორციელება ცალკე აღებულ „ჰამასს“ რომ არ შეუძლია, ფაქტია. მე არ გამიკვირდება, თუ აქ რუსეთის კვალი გამოჩნდება.

როდესაც ეს ომი დასრულდება, ისრაელი დეტალურად გამოიძიებენ 7 ოქტომბრის ტერაქტის საქმესაც, სადაც გამოჩნდება ვინ იდგა ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან. ასეთი სახის თავდასხმის დაგეგმვა და განხორციელება ცალკე აღებულ „ჰამასს“ რომ არ შეუძლია, ფაქტია. მე არ გამიკვირდება, თუ აქ რუსეთის კვალი გამოჩნდებამაგრამ ახლა, როდესაც ომია, ამის დრო არავის აქვს ისრაელში. ახლა ისინი მობილიზებული არიან ომში გასამარჯვებლად. გამოძიება კი ამის შემდეგ იქნება. ასე, რომ უნდა დაველოდოთ დეტალების გარკვევას. იხილეთ სრულად

myquiz