"შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ" - ბორელი | Allnews.Ge

"შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ" - ბორელი

შეშ­ლი­ლო­ბა იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ვინ­მემ იფიქ­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მეს ომი უნდა, არ მო­უს­მი­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა, პრე­მი­ერ­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რია და ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით თავი აქვთ გა­მო­ჩე­ნი­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

"თქვენ ბრძა­ნეთ „მე­ო­რე ფრონ­ტის“ გახ­სნის თა­ო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: „ხმა­უ­რი“. ეს არის ხმა­უ­რი, პრო­პა­გან­და, დე­ზინ­ფორ­მა­ცია. შეშ­ლი­ლო­ბა იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ვინ­მემ იფიქ­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მეს ომი უნდა, არ მო­უს­მი­ნოთ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი მცდა­რი ხმე­ბი ვრცელ­დე­ბა. ეს პრობ­ლე­მას ქმნის. ხალ­ხის მო­სა­წამ­ლად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ გზავ­ნი­ლე­ბი შე­ი­ლა­ხოს, უნ­დობ­ლო­ბა წარ­მო­იქ­მნას ქვე­ყა­ნა­ში. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რია ქვე­ყა­ნა­ში და ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით თავი აქვთ გა­მო­ჩე­ნი­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ჩვენ გვაქვს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც კონ­სენ­სუ­სის და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის პრინ­ცი­პით ვმუ­შა­ობთ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა გვქონ­დეს, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ვცდი­ლობთ. ში­გა­და­შიგ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გვაქვს, ამი­ტომ მო­ვი­თხოვთ კან­დი­და­ტე­ბის­გან მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის თან­მხვედ­რი იყოს. რო­დე­საც კან­დი­და­ტე­ბი წევრ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­და­იზ­რდე­ბი­ან, მა­თაც იმა­ვეს კე­თე­ბა შეძ­ლონ, თავ­სე­ბა­დი იყოს პო­ლი­ტი­კა.

დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­სე­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­და. ჩვენ გვქონ­და პრე­მი­ერ­თან აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უ­ბა­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც ვახ­სე­ნეთ ეს თა­ვა­ზი­ა­ნად. ეს სა­კი­თხი, მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ვა­ღი­ა­რებთ, რომ სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის ავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად მუ­შა­ობს. ეს უნდა იყოს ხაზ­გას­მით გან­მარ­ტე­ბუ­ლი და ნახ­სე­ნე­ბი, მაგ­რამ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ჩვენ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა­ში უნდა მო­ვი­დეს, ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაც არის ეს“, - აღ­ნიშ­ნა ბო­რელ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მან სამი გზავ­ნი­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ერ­თად მუ­შა­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ეხე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

"ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა უნდა იყოს აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა შემ­ცირ­დეს, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი არ იქ­ნეს და­კარ­გუ­ლი და ამის­თვის ერ­თად უნდა იმუ­შა­ოთ, რად­გან შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი ევ­რო­პის გზა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და მიღ­წე­ულ შე­დეგ­ზე და შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ყვე­ლა ძა­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად. ამო­ცა­ნე­ბი არის კარ­გად და მკა­ფი­ოდ გა­წე­რი­ლი 12 პრი­ო­რი­ტე­ტის სა­ხით და ჩვენ უკვე გან­ვა­ცხა­დეთ, ეს ჩვენს დას­კვნა­ში, რომ ივ­ნი­სის შემ­დეგ თქვენ შე­ას­რუ­ლეთ 3 მათ­გა­ნი და და­ნარ­ჩე­ნი 9 შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა დრო მა­ინც გვაქვს მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად. უპირ­ვე­ლე­სად უნდა მოხ­დეს დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო­ე­ბის, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მა, მე­დი­ის პლუ­რა­ლიზ­მი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. მოკ­ლე გზა ამის შე­სას­რუ­ლებ­ლად არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი გულ­დას­მით მუ­შა­ო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და მკა­ფიო ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით მინ­და გი­თხრათ, რომ ეს მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად ღირს შე­დე­გად არა მარ­ტო იმის­თვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეთ, არა­მედ, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რომ გა­უ­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა არის ყვე­ლა­ზე დიდი ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ძალა და უსაფრ­თხო­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნამ აი­ღოს, მე ჩემი ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე ვამ­ბობ ამ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და ბო­რელ­მა.

myquiz