საქართველოში დღეს ჯოზეფ ბორელი ჩამოდის | Allnews.Ge

საქართველოში დღეს ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

საქართველოში დღეს, 7 სექტემბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ჩამოდის. ევროპელი დიპლომატი საქართველოში 7-8 სექტემბერს, ორდღიანი ვიზიტით დარჩება.

ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟიმნდელი უფლებამოსილებებით საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ეს არის ჯოზეფ ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი და ევროპული გაერთიანების მხარდაჭერის კიდევ ერთი ღია დადასტურება, თუმცა, ამ ფონზე ქვეყნის მმართველი გუნდი უმაღლესი რანგის ევროპელ პოლიტიკოსს ისევ შეუსრულებელი რეკომენდაციებითა და ვალდებულებებით ხვდება.

myquiz