პრემიერი - რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ქვეყანას | Allnews.Ge

პრემიერი - რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ქვეყანას

რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგეს.

პრემიერის განცხადებით, შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე ეს არის მიხეილ სააკაშვილი.

„ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც ქვეყანას შეიძლება მოევლინოს ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ. ვუფრთხილდები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან ისევ და ისევ ერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

ბუნებრივია, რომ ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა საუბარი გავაგრძელო. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, მე არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სამხედრო მმართველობამ, გმირმა ოფიცრებმა იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი.

თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქენი უნდა გადარდებდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ამაზე მთავარი საკითხი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს - ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება.

პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა პროვოკაციებს, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა, ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი პირადი კეთილდღეობისა, ეს არის რეალობა თუ გინდათ, რომ სიმართლე იცოდეთ.

ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე ეს არის სააკაშვილი.

თარიღებს რაც შეეხება თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ დროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო. 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს“, - განაცხადა პრემიერმა.

myquiz