"ესენი ეპრანჭებიან დათვს, მაგრამ დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს" - როგორ აფასებენ ექსპერტები რუსეთის მიერ ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას | Allnews.Ge

"ესენი ეპრანჭებიან დათვს, მაგრამ დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს" - როგორ აფასებენ ექსპერტები რუსეთის მიერ ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას

რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 2023 წლის 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკვე მო­ა­წე­რა.

რუ­სეთ­ში შე­სას­ვლე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დას­ჭირ­დე­ბათ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი: სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტი, ასე­ვე მე­ზღვა­უ­რის პას­პორ­ტი. სამ თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის, ან სწავ­ლის მიზ­ნით რუ­სეთ­ში შეს­ვლის­თვის, ვიზა მა­ინც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მოხ­სნი­ლია შე­ზღუდ­ვე­ბი ავი­ა­მი­მოს­ვლა­ზე, რო­მე­ლიც 2019 წლის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­წეს­და. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბა ბა­თი­ლა­დაა ცნო­ბი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი რუ­სეთ­მა 2019 წელს შე­წყვი­ტა მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში ხილ­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მღელ­ვა­რე­ბა და პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. რუ­სუ­ლი მხა­რე ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ, რა­საც მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში მი­ე­სალ­მე­ბოდ­ნენ და ამას იმით ხსნიდ­ნენ, რომ ეს აქტი რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბო­და.

რას ნიშ­ნავს ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა და რა მი­ზა­ნი აქვს ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ამის შე­ფა­სე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გებს ვთხო­ვეთ:

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:"ინ­ტეგ­რა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა დათ­ვის პრინ­ცი­პით - წი­ნას­წარ თუ მო­ემ­ზა­დე­ბი, თვი­თონ ჩახ­ტე­ბი ქვაბ­ში და კარ­გად მო­ი­ხარ­შე­ბი, დათ­ვი ასე უფრო გემ­რი­ე­ლად შეგ­ჭამს, უმი ხორ­ცის ჭა­მას მო­ხარ­შუ­ლი სჯობს. ესე­ნი თვი­თონ ეპ­რან­ჭე­ბი­ან დათვს, ისიც გულ­ში იხუ­ტებს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა გა­ეპ­რან­ჭო, დათ­ვის პრინ­ცი­პი ასე­თია - ბო­ლოს მა­ინც შეგ­ჭამს. პუ­ტი­ნის მი­ზა­ნი დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია - სსრკ-ს აღ­დგე­ნა და ჩვენც პირ­და­პირ ვეძ­ლე­ვით პირ­ში, მეტი არა­ფე­რი. ფაქ­ტია, რომ ნელ-ნელა, რბი­ლი ძა­ლით მი­დის ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია, რა­საც "ოც­ნე­ბა“ მი­ე­სალ­მე­ბა. პუ­ტინ­მა "ოც­ნე­ბა“ ლო­ი­ა­ლო­ბის­თვის და იმ პო­ლი­ტი­კის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა, რა პო­ლი­ტი­კაც აქვს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის დღი­დან. მთე­ლი მსოფ­ლიო რუ­სეთს ემიჯ­ნე­ბა და ჩვენ მას ვე­ხუ­ტე­ბით - აი, ამის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა ესე­ნი“. იხილეთ სრულად

myquiz