"პუტინს ნატო-ს ფინეთიზაცია უნდოდა, თუმცა საპასუხოდ ფინეთის ნატოზაცია მიიღო" - რას ცვლის ევროპისთვის ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება? | Allnews.Ge

"პუტინს ნატო-ს ფინეთიზაცია უნდოდა, თუმცა საპასუხოდ ფინეთის ნატოზაცია მიიღო" - რას ცვლის ევროპისთვის ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება?

უკრაინაში შეჭრით ვლადიმერ პუტინს ნატო-ს ფინეთიზაცია უნდოდა, თუმცა საპასუხოდ ის ფინეთის ნატოზაციას მიიღებს- აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ სიტყვებით 2022 წელს შეაფასა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწვრიანების შესახებ გაკეთებული განცხადება. ბაიდენის განცხადებიდან ერთი წლის თავზე ფინეთის საგარეო პოლიტიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი დადგა - ქვეყანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა 2023 წლის 5 აპრილიდან ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდება.

ქვეყნის პრეზიდენტი, საული ნიინისტო ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიას დაესწროს, სადაც ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად მოხდება.

president-niinisto-1680590698.jpg

„ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო მოაწერს ხელს. ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.- განაცხადა მან.

ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას ეხმაურება ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ერთადერთი წინაღობა ამ დრომდე თურქეთის პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომელიც ალიანსში გაწვრიანების რატიფიკაციის პროცესს აფერხებდა. ახლა კი ასეთი წინაღობა აღარ არსებობს.

„მივესალმები თურქეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ნატო-ში ფინეთის წევრობის რატიფიცირებას. ამჟამად გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული აქვს ალიანსის 30-ვე წევრს. მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ საული ნიინისტოს და მივულოცე ეს ისტორიული დღე. ახლა ფინეთი ჩვენს ალიანს ოფიციალურად შეუერთდება. მისი წევრობა ფინეთს უფრო უსაფრთხოს, ხოლო ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის. ფინეთს ჰყავს ბრძოლისუნარიანი ძალები, განვითარებული შესაძლებლობები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ამგვარად ფინეთის წევრობა ალიანს ბევრს მოუტანს."- აცხადებს სტოლტენბერგი.

paraati-viipurissa-1-1680590777.jpg

ფინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთის მეზობლის - ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის არგაღიზიანების პოლიტიკას ბოლო 70 წლის განმავლობაში მკაცრად ინარჩუნებდა. სწორედ აქედან გაჩნდა ტერმინი „ფინეთიზაციაც“, რაც ძლიერი და აგრესიული მეზობლის დამშვიდების მიზნით გარკვეული დათმობების გატარებას მოიაზრებს.

მხოლოდ 2022 წლეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა საგარეო პოლიტიკა შეცვალა და ქვეყანამ კურსი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ აიღო.

ექსპერტების შეფასებით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება ვლადიმერ პუტინისთვის საკმაოდ დიდ წარუმატებლობას წარმოადგენს. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი არგუმენტი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა.

ruka-1680590840.png

თუ რუსეთ- უკრაინის ომამდე რუსეთისა და ნატოს საერთო საზღვარი 1 200 კილომეტრს წარმოდგენდა, ფინეთის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებით ახლა ის 2 500-მდე კილომეტრამდე გაიზრდება. ექსპერტების შეფსებით, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო შეიზღუდება

myquiz