"ბიძინა მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე პუტინი მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო და ჩამოვედიო" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი? | Allnews.Ge

"ბიძინა მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე პუტინი მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო და ჩამოვედიო" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

"ხალ­ხის ძა­ლის“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა - ვაია, არ მი­ი­ღონ - ვუია - კა­ნო­ნი რომ არ მი­ი­ღონ სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იქ­ნე­ბა, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნი­ათ, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ - ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ე.წ. უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ის აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბით ხდე­ბა იმ იდე­ის დის­ტრი­ბუ­ცია, რომ და­სავ­ლე­თი მტე­რია.

"ამ კა­ნო­ნის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა და­სავ­ლე­თი. კა­ნო­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ აქ აგენ­ტუ­რის ქსე­ლია. ამით რა გა­მო­დის? აგენ­ტუ­რის ქსელს ვინ ქმნის? და­სავ­ლე­თი. და­სავ­ლე­თი მტე­რია. ამის დის­ტრი­ბუ­ცია ხდე­ბა. ხალ­ხის ძა­ლის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა - ვაია, არ მი­ი­ღონ - ვუია. რომ არ მი­ი­ღონ სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბის კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნი­ათ. ე, მანდ სი­სუს­ტე არ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, თო­რემ ჩა­მო­ვიშ­ლე­ბი­თო. ამი­ტომ არის სულ ყალ­ყზე რომ დგა­ნან და შე­ტე­ვა­ში უნ­დათ ყოფ­ნა. შე­იძ­ლე­ბა, უნ­დათ რა­ღაც ეტაპ­ზე რა­ღაც თე­მე­ბით ივაჭ­რონ, რე­ა­ლუ­რად შემ­დეგ ვე­ღარ ვაჭ­რო­ბენ. რომ ჰკი­თხოთ კო­ბა­ხი­ძეს, ყვე­ლა აგენ­ტია. პირ­ვე­ლი ვი­საც ატყუ­ებს თა­ვის თა­ვია. ჯერ სა­კუ­თა­რი თავი მო­ი­ტყუა, რომ ყვე­ლა აგენ­ტია, თა­ვი­სი თავი რომ და­არ­წმუ­ნა ამა­ში, სა­უბ­რობს, რომ ყვე­ლა აგენ­ტია“,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი დას­ძენს, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვილს იმ­დე­ნად შე­ე­შინ­და, რომ პუ­ტინს ერ­თგუ­ლე­ბა შე­უთ­ვა­ლა.

"ბი­ძი­ნას ჰქონ­და რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის შიში. იქ ცხოვ­რობ­და და პუ­ტი­ნი მის­თვის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფი­გუ­რა იყო სამ­ყა­რო­ში. მიყ­ვე­ბო­და, 2000 წელს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ და­ვი­ნა­ხე მო­დი­ო­დაო, მივ­ხვდი რომ რუ­სეთ­ში ჩემი ად­გი­ლი არ იყო, ჩა­ვა­ლა­გე ჩე­მო­და­ნი და ჩა­მო­ვე­დიო. ეს შიში გახ­და მისი ამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი, თუ რა­ღაც უფრო დიდი იდგა უკან, არ ვიცი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, იმ­დე­ნად შე­ე­შინ­და, რომ პუ­ტინს ერ­თგუ­ლე­ბა შე­უთ­ვა­ლა. მე აქ ვარ, წყნა­რად ვარ­თო. რუ­სე­თის იმ­პე­რია იცით რო­გორ მოქ­მე­დებს? რო­გორც კი შენ მას ლო­ი­ა­ლო­ბას უცხა­დებ, ამას სი­სუს­ტედ თვლის და უფრო მაგ­რად გაწ­ვე­ბა. ლო­ი­ა­ლო­ბის შეთ­ვლას, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პი­რო­ბე­ბი მოჰ­ყვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ხა­ფან­გში აღ­მოჩ­ნდა. არას­წო­რი ანა­ლი­ზის, პროგ­ნო­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გარ­კვე­ულ ჭა­ობ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც ვე­ღარ ამო­დის. ეს ვერ­სია მი­მაჩ­ნია ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად. შე­საძ­ლოა, სხვა­ნა­ი­რა­დაც არის საქ­მე“,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის მას­შტაბ­თან ერ­თად "ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ინ­ტრი­გა­ნია“ და მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ჭო­რა­ო­ბა“.

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფოს ცოდ­ნა. კერ­ძოდ, რა არის, რო­გორ შენ­დე­ბა, რა არის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რას ნიშ­ნავს კონ­სტი­ტუ­ცია. რო­გორც ჩანს, დღემ­დე არ ეს­მის. ის ჩარ­თუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში, მაგ­რამ ვი­ღა­ცას რომ ეხ­მა­რე­ბი, არ ნიშ­ნავს, რომ იცო­და რა რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ინ­სტი­ტუ­ტებს ვერ ალა­გებ­და. ის ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და“,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

myquiz