"ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს" - რას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ღარიბაშვილმა სამი ქვეყნის ლიდერთან ერთად მოაწერა ხელი? | Allnews.Ge

"ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს" - რას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ღარიბაშვილმა სამი ქვეყნის ლიდერთან ერთად მოაწერა ხელი?

შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო­კა­ბე­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­და­ცე­მის ხაზი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა. ეს პრო­ექ­ტი ჩვენ მოგ­ვცემს და სა­ქარ­თვე­ლოს მი­ცემს ევ­რო­პულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას და ძა­ლი­ან ბევრ სარ­გე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ცევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ჰა­ბად და შიდა ენერ­გო­ბა­ზარ­საც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბუ­ქა­რეს­ტში ენერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­და­ცე­მის სფე­რო­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ოთხმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა შავი ზღვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და უახ­ლო­ე­სი როლი.

"ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს აქ ვიმ­ყო­ფე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უნ­გრე­თის ლი­დე­რებ­თან ერ­თად. ეს შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­შირს უფრო და­ახ­ლო­ებს ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ უფრო სუფ­თა ენერ­გო­რე­სურ­სის და მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა მოხ­დეს. რუ­სე­თის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ წი­ა­ღი­სე­უ­ლი­სა და რუ­სუ­ლი ენერ­გი­ის­თვის უარი გვეთ­ქვა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა გაგ­ვეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა - აი, ეს პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ დარ­ბაზ­შია და ეს მუ­შა­ობს!

ევ­რო­კავ­შირ­მა შეძ­ლო შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა რუ­სუ­ლი რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა და ეს არ არის მხო­ლოდ ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ენერ­გო უსაფრ­თხო­ე­ბის გზა, ეს არის ასე­ვე სა­მო­მავ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შექ­მნა სუფ­თა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მი­ღე­ბის კუ­თხით. ეს ეხე­ბა გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ას, პლა­ნე­ტის დაც­ვას, ჩვენ ქვეყ­ნებ­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ენერ­გი­ას, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გაზ­რდას, უსაფრ­თხო­ე­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­ზე ასეთ აქ­ცენტს აკე­თებს.

ამ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მზარ­დი წვლი­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის ჩვენ გვჭირ­დე­ბა უფრო მეტი ჩარ­თვა და ამის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რუ­მი­ნეთს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ეს ახა­ლი ელექტრო­კა­ბე­ლი. ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია. ეს დაგ­ვა­კავ­ში­რებს შავი ზღვის ორი­ვე მხა­რეს და კას­პი­ის ზღვას. ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში და ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბი­დან შე­მო­ვა ევ­რო­კავ­შირ­ში - რუ­მი­ნე­თი­სა და უნ­გრე­თის გავ­ლით.

შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო­კა­ბე­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­და­ცე­მის ხაზი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა. ეს პრო­ექ­ტი ჩვენ მოგ­ვცემს და სა­ქარ­თვე­ლოს მი­ცემს ევ­რო­პულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას და ძა­ლი­ან ბევრ სარ­გე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ცევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ჰა­ბად და შიდა ენერ­გო­ბა­ზარ­საც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კა­ბე­ლი და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენ მე­ზობ­ლებს მოლ­დო­ვა­ში და და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნეთ­ში. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნას ეს და­ეხ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ში. რო­გორც ჩემი სი­ტყვე­ბი­დან ხე­დავთ, პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ბევრ და­პი­რე­ბას გვთა­ვა­ზობს და მისი შეს­რუ­ლე­ბა ჩვენ­ზეა. ჩვენ ვა­პი­რებთ შე­ვას­რუ­ლოთ ეს მიზ­ნე­ბი - ენერ­გო მი­წო­დე­ბა, ეკო­ნო­მი­კე­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია სწო­რედ ამი­ტომ, მო­უთ­მენ­ლად ველი ამ პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჩვენ მზად ვართ, მახ­რი და­ვუ­ჭი­როთ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას იმი­ტომ, რომ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ფი­ნან­სუ­რად იმ პრო­ექ­ტებს,რო­მე­ლიც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა ამ პრო­ექ­ტში. დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია შავი ზღვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და უახ­ლო­ე­სი როლი“, - აცხა­დებს ფონ დერ ლა­ი­ე­ნი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად აქ­ცევს ქვე­ყა­ნას და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ხი­დად, ისე­ვე, რო­გორც ზღვა­ზე წვდო­მის არმ­ქო­ნე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნე­ბის კა­რიბ­ჭედ.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო რუ­მი­ნე­თის მხა­რეს ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის. ასე­ვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს მისი მხარ­და­ჭე­რის­თვის ამ პრო­ექ­ტის მი­მართ. არ­სე­ბულ­მა გე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომმა უფრო მე­ტად გა­მოკ­ვე­თა დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის და მე­დე­გო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად გვაქ­ცევს და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ხი­დად, ისე­ვე, რო­გორც ზღვა­ზე წვდო­მის არმ­ქო­ნე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნე­ბის კა­რიბ­ჭედ, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კვან­ძია ევ­რო­კავ­ში­რის და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის რუ­კა­ზე სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ევ­რო­პი­სად­მი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბის კონ­ტექ­სტში. ამი­ტომ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად ვაქ­ცი­ეთ და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა შე­ვი­მუ­შა­ვეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­სა და ევ­რო­პის და­სა­კავ­ში­რებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა,

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დაჰ­ყავს.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­სა და ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კულ და­კავ­ში­რე­ბას გუ­ლის­ხმობს მა­ღა­ლი ძაბ­ვის წყალ­ქვე­შა გა­დამ­ცე­მი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით. დღეს, მწვა­ნე ენერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­და­ცე­მის სფე­რო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­მი­ნე­თი­სა და უნ­გრე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით ვა­დას­ტუ­რებთ მზა­ო­ბას მწვა­ნე ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბის კონ­ტექ­სტში მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბი­დან ჭარ­ბი ენერ­გი­ის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­წო­დოს. ევ­რო­პის გარ­და ყვე­ლა მე­ზობ­ლი­სად­მი გაგ­ვაჩ­ნია ენერ­გი­ის მი­სა­წო­დებ­ლად სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო გა­დამ­ცე­მი კა­ბე­ლი ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სპექ­ტი­ვას გვა­ნი­ჭებს. ხსე­ნე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით მოხ­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და გა­იზ­რდე­ბა ტრან­ზი­ტის და ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს შო­რის. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად - სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­მი­ნე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და უნ­გრე­თის ელექტრო გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის და­კავ­ში­რე­ბით, ევ­რო­პა შეძ­ლებს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს და­უ­კავ­შირ­დეს" - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

myquiz