მწვავე შეფასებები ევროპარლამენტიდან: განცხადებები "ივანიშვილის გავლენაზე" და მოწოდება სააკაშვილთან დაკავშირებით | Allnews.Ge

მწვავე შეფასებები ევროპარლამენტიდან: განცხადებები "ივანიშვილის გავლენაზე" და მოწოდება სააკაშვილთან დაკავშირებით

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­სა­მარ­თით. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა მო­უ­წო­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დრო­უ­ლად იმოქ­მე­დონ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ. მათ ასე­ვე ისა­უბ­რეს "ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნებ­ზე" ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი: "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის დაჩ­ქა­რე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას კლა­ნე­ბი მარ­თა­ვენ. ცნო­ბი­ლი საქ­მე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რო­გო­რი­ცაა ნიკა გვა­რა­მი­ას გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და­პა­ტიმ­რე­ბა. მთავ­რო­ბა პუ­ტი­ნის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი სარ­გებ­ლობს და ავ­რცე­ლებს ტყუ­ი­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის, აშშ-ისა და ნატო-ს წი­ნა­აღ­მდე­გაც კი. ეს არა­ფე­რია, თუ არა უსირ­ცხვი­ლო ტყუ­ი­ლი, რომ და­სავ­ლეთს სურს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვა. მე­დი­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უა­რეს­დე­ბა.

ათი წლის წინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­სა­ო­ცარ დე­მოკ­რა­ტი­ას დაგვპირ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მო­ი­ტა­ნა. ამ ყვე­ლაფ­რის გამო სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია და მათ, ვინც ამას ვერ შე­ას­რუ­ლებს, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­უ­წევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე: "სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ევ­რო­პას. ის საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა ძა­ლით ჩა­მო­ა­შო­რა ევ­რო­პას. დღეს ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ. ჰიტ­ლე­რი­სა და სტა­ლი­ნის მიერ ევ­რო­პა­ში და­წე­სე­ბუ­ლი გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი უნდა წა­ი­შა­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კი, ამის მი­საღ­წე­ვად სა­უ­კე­თე­სო გზაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს. მე ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბა ევ­რო­კავ­შირს უფრო ძლი­ერს გახ­დის, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხი­თაც. თუმ­ცა, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ზა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი, იგი­ვეა, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გად იცის, ყვე­ლა­ფე­რი, რაც უნდა გა­ა­კე­თონ, წე­რია ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში და მათ უნდა შე­ას­რუ­ლონ ის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და თვალ­თმაქ­ცო­ბის გა­რე­შე. მძი­მედ ავად­მყო­ფი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ყოფ­ნა არ არის ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა. ხალ­ხის წა­მე­ბა ეს არის პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კა. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ შო­რის პრე­ზი­დენტს: გა­ა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, რათა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი თქვენს სინ­დის­ზე არ იყოს".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­რი­ამ ლექსმა­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებს შო­რის, რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა იყო. ეს კი­დევ უფრო იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბელს ხდის უარ­ყო­ფით ტენ­დენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. უნდა ვა­ღი­ა­როთ, გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი ზო­გი­ერთ სექ­ტო­რულ რე­ფორ­მა­ში, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა უგუ­ლე­ბელ­ვყოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ღრმად ყო­ფენ არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცეს, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­ნაგ­რძობს 2021 წლის 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას. ერთ ოლი­გარ­ქს პო­ლი­ტი­კურ ლან­დშაფტ­ზე კვლავ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა აქვს. ვხე­დავთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმებს, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არას­წო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის­თვის და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი უა­რეს­დე­ბა. ამის სა­პი­რის­პი­როდ, ჩვენ ვე­ლით, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი უნდა გა­უქ­მდეს და ის უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უნდა მი­ე­ცეს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვა: "სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მე­ო­რებთ, რომ დე­მოკ­რა­ტია, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­ცავს სა­კი­თხებს, მრა­ვა­ლი ელე­მენ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გა­რე­შე, სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში ცო­ტა­ო­დენ კრი­ტი­კუ­ლია. რე­ა­ლუ­რი და სრულ­ყო­ფი­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამ­ჟა­მინ­დელ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ად­გი­ლი არ არის. თუ ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სურ­ვი­ლი თუ არ­სე­ბობს, იქ­ნე­ბა გზაც. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­დად­გას შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნის­კენ. პირ­და­პირ მივ­მარ­თავ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს : გა­და­დეთ გვერ­დზე თქვე­ნი გან­სხვა­ვე­ბე­ბი, იმუ­შა­ვეთ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რი: "სამ­წუ­ხა­როდ, და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია აფერ­ხებს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. მინ­და, ხუთი შე­ნიშ­ვნა გა­ვა­კე­თო. პირ­ვე­ლი – პო­ლი­ტი­კურ­მა მხა­რე­ებ­მა თავი უნდა შე­ი­კა­ვონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კის­გან და გა­ა­ერ­თი­ა­ნონ ძა­ლე­ბი, რათა გა­ზარ­დონ ნდო­ბა პო­ლი­ტი­კურ და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ აქ­ტო­რებს შო­რის. მე­ო­რე – უნდა აღ­მო­ი­ფხვრას ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში კერ­ძო ინ­ტე­რე­სის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა. მე­სა­მე – სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ეს გუ­ლის­ხმობს სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, გამ­ჭირ­ვა­ლე მე­დია მფლო­ბე­ლო­ბას და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის პლუ­რა­ლის­ტულ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ გა­შუ­ქე­ბას.

მე­ო­თხე – სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა შე­წყვი­ტონ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­სა და სხვა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­უ­ლი ვერ­ბა­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი და ბო­ლოს, მე, რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გთხოვთ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი და მი­ე­ცით მას სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ა­როს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, სვენ მიქ­სე­რი: "რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ვა­ფა­სებ სა­ქარ­თვე­ლოს მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად აძ­ლევს ხმას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის და­საგ­მო­ბად. ამას­თან, ღრმად ვარ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის რი­ტო­რი­კის გამო, რომ­ლე­ბიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ევ­რო­კავ­შირ­სა და ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვა სურთ. ევ­რო­კავ­ში­რი მდგრა­დად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და გა­აგ­რძე­ლებს ამ მხარ­და­ჭე­რას. ევ­რო­კავ­ში­რი არის სამ­შვი­დო­ბო პრო­ექ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ევ­რო­პა­სა და მშვი­დო­ბას შო­რის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ევ­რო­პის არ­ჩე­ვა მშვი­დო­ბის არ­ჩე­ვას ნიშ­ნავს".

myquiz