ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს და ინერციით მოძრაობს“- ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან | Allnews.Ge

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს და ინერციით მოძრაობს“- ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ვიცით, რომ ვაშინგტონში იყავით და ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და შეხვედრებში მიიღეთ მონაწილეობა, რომელზეც უკრაინა-რუსეთის ომის გამო მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონიკურ ცვლილებებსა და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ახალი სისტემის პერსპექტივების განხილვას მიეძღვნა.

დაგიკავშირდით რომ გაგვიზიაროთ ამერიკული შთაბეჭდილებები იმაზე, ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში რა ხედვები აქვთ უკრაინა-რუსეთის ომთან, ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების პერსპექტივებზე, ახალ რეალობაში, სავარაუდოდ, როგორ ხედავენ საქართველოს პარტნიორები საქართველოს ადგილსა და როლს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ალბათ, უპრიანი იქნება თუ ამ თემებზე მსჯელობას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვებისა და შეფასებებზე საუბრით დავიწყებთ...

- დიახ, თქვენს მიერ ნახსენები თემები ამერიკის ანალიტიკურ წრეებში მართლაც სერიოზულად განიხილება. მაგრამ, საუბარს დავიწყებ იმით, რომ ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ახლა ყველაზე აქტიურად მსჯელობენ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. მიიჩნევა, რომ ვითარებაში, როცა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენების შანტაჟს აქტიურად იყენებს, აშშ-მ და დასავლეთმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ასევე აქტიურად განიხილება თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს დასავლეთმა და აშშ-მ დასუსტებულ რუსეთთან მიმართებაში. ეს თემა სულ მეტად ხდება აქტუალური, რადგან როგორც ძლიერი რუსეთი იყო მსოფლიოსთვის და რუსეთის მეზობლებისთვის პრობლემა, ასევე პრობლემაა დასუსტებული რუსეთი.

ყველას კარგად ესმის, რომ დასუსტებული რუსეთი არანაკლებ დიდი თავისტკივილია ყველასთვის, ვიდრე ძლიერი რუსეთი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რა საფრთხეების შემცველია დასუსტებული რუსეთი სამხრეთ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და სსრკ-ს სხვა ყოფილი რესპუბლიკებისთვის.

ყველას კარგად ესმის, რომ დასუსტებული რუსეთი არანაკლებ დიდი თავისტკივილია ყველასთვის, ვიდრე ძლიერი რუსეთი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რა საფრთხეების შემცველია დასუსტებული რუსეთი სამხრეთ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და სსრკ-ს სხვა ყოფილი რესპუბლიკებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ მსჯელობების იმაზე, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს შავი ზღვის უსაფრთხოება და საერთოდ ვითარება სამხრეთ კავკასიაში. თუ მანამდე დასავლეთი უსაფრთხოების საკითხებში შავ ზღვას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა ვითარება აშკარად განსხვავებულია.

აშშ-მ შავ ზღვასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტიც კი მიიღო. ახლა აუცილებელია ევროკავშირმა შეიმუშაოს სპეციალური სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც გათვალისწინებული და გაწერილი იქნება შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების არა მარტო პრობლემები, არამედ ამ პროცესში მონაწილეობის პერსპექტივა.

- რადგან ახლა მართლაც ყველაზე აქტუალური თემაა გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს, ამ თემასთან დაკავშირებით არა ერთი საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა.

ჯერ ნატოს სარდლობამ წევრი ქვეყნები გააფრთხილა რომ რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის საჩვენებელი აფეთქება განახორციელოს. შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ რუსული წყალქვეშა გემი „ბელგოროდი“ დაიკარგა. შემდეგ გაირკვა რომ ეს გემი არქტიკაშია და იგი აღჭურვილია ბირთვული ქობინიანი „პოსეიდონის“ რაკეტებით, რომელიც აშშ-ს დასაბომბად ემზადება.

ახლა საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოძრაობს მატარებელი, რომელზეც ბევრი ბირთვული ქობინიანი რაკეტებია. ვაშინგტონმა პრეზიდენტი პუტინი არა ერთხელ გააფრთხილა, თუ იგი თუნდაც ერთ ბირთვულ რაკეტას გამოიყენებს, პასუხი იქნება მყისიერი და ეფექტური.

რამდენად სერიოზულად განიხილავენ ვაშინგტონში ერთი მხრივ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ მომხდარზე ამერიკულ პასუხს?

- ამ თემაზე აშშ-ს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში განსხვავებული ხედვები არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ პუტინი ამაზე რა წავა. ის რაც ახლა ხდება, სხვა არაფერია თუ არა დასავლეთის შანტაჟი.

თუმცა, სხვა ასევე სერიოზული ხალხი არ გამორიცხავს პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ემზადებიან კიდეც იმ სცენარებისთვის თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა და იმისთვის, თუ როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის პასუხი. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე ვაშინგტონიდან მოსკოვში საკმაოდ მკაფიო გზავნილები იგზავნება როგორც ღია წყაროებით, ისე კულუარულად, ანუ იმაზე, თუ როგორი იქნება ამაზე ამერიკული პასუხი.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე ვაშინგტონიდან მოსკოვში საკმაოდ მკაფიო გზავნილები იგზავნება როგორც ღია წყაროებით, ისე კულუარულად, ანუ იმაზე, თუ როგორი იქნება ამაზე ამერიკული პასუხიბირთვულ ომში გამარჯვებული არავინ იქნება. თუ მაინც აქეთკენ წავიდა საქმე, იმედია ასე არ მოხდება, მაშინ არაა გამორიცხული დასავლეთმა დასწრებაზეც კი იმოქმედოს, რომ რუსეთს არ მიეცეს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება. როგორც ვხედავთ, ვითარება საკმაოდ რთულია.

როცა ავტორიტარულ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, რომლის მმართველს ბირთვული იარაღი აქვს და ამ იარაღის გამოსაყენებლად ღილაკის დაჭერით იმუქრება, რამეს პროგნოზირება ძალიან ძნელია.

ახლა ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში. რუსეთის პრობლემის გასაღები თავად რუსეთშია. ამ კუთხით დიდი გარღვევა არ ჩანს. რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ცვლილების თვალსაზრისით ვითარება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

myquiz