"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი" - უკრაინის საგარეო უწყება | Allnews.Ge

"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი" - უკრაინის საგარეო უწყება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მო­ი­თხოვს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის დე­ო­კუ­პა­ცი­ას. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან 14 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ ჰყავს აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი/სამ­ხრეთ ოსე­თი, უხე­შად არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. უკ­რა­ი­ნა მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, იმის გამო, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან რუ­სეთ­მა სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აგ­რე­სი­ა­ზე არ მი­ი­ღო, 2014 წელს რუ­სეთ­მა გა­აგ­რძე­ლა აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში - და­ი­კა­ვა ყი­რი­მი და დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ნა­წი­ლი, ხოლო 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო.

„დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­ჩე­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის მკაც­რი დაც­ვი­სა და იმ ქვეყ­ნე­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რით, რომ­ლებ­ზეც მოს­კო­ვი ახორ­ცი­ე­ლებს აგ­რე­სი­ას. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის დე­ო­კუ­პა­ცია, ხოლო რუს­მა სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა უნდა აგონ უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი“, - აღ­ნიშ­ნეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

myquiz