"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ? | Allnews.Ge

"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

"ევ­რო­კო­მი­სია ევ­რო­პულ საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი აცხა­დებს, რომ სა­კითხს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბის­თვის ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა მო­ახ­დი­ნოს შეკ­ვრა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი გან­სა­ზღვროს - ვიძ­ლე­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კითხს და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს პი­რო­ბებს, სა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ვა­ნი­ჭებთ", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იზი­ა­რებს იმა­ვე პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას გა­აჩ­ნი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი უზი­ა­რე­ბენ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

xuxashvili-46037-1655532427.jpg

"ეს შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, გუ­შინ დავ­წე­რე სტა­ტუ­სი და რა­საც ჰქვია, ტყვია-ტყვი­ა­ში ჩა­ვა­ჯი­ნე, რა­საც ვე­ლო­დი, ის მოხ­და. ჩვენ პერ­სპექ­ტი­ვა ნული გვაქვს იმი­ტომ, რომ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არა აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რამე შეც­ვა­ლოს. ხოლო რო­დე­საც ადა­მი­ანს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის ნება არ აქვს, იმას რაც გინ­და და­უ­წე­რო, მა­ინც არ გა­ა­კე­თებს.

შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი გზა - შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მას ჯერ შან­სი უნდა მივ­ცეთ, რა თქმა უნდა. ჯერ პი­რო­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და მერე უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ - თუ ას­რუ­ლე­ბენ, ას­რუ­ლე­ბენ, თუ არა და შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ეს სა­კი­თხი შემ­დეგ სა­მიტ­ზეც შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს დღის წეს­რიგ­ში, 6 თვის შემ­დეგ, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამ პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლებ. მაგ­რამ ვი­ნაა პი­რო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი? - ესაა მთა­ვა­რი კი­თხვა.

ახლა "ოც­ნე­ბა" ათას რა­მეს იტყვის, თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ჩად­გე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კო­ბა­ხი­ძემ სა­ერ­თოდ თავი გა­და­ი­პარ­სოს და ამა­ზე გა­და­ვერ­თოთ ყვე­ლა, ათა­სი რა­ღაც მოხ­დე­ბა... აქამ­დე რას აკე­თებ­დნენ - ან­ტი­ევ­რო­პულ გან­წყო­ბას არ თე­სავ­დნენ, აბა, რას აკე­თებ­დნენ? მთე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბოლო სი­ტყვე­ბით ლან­ძღეს და მეტი ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი რაღა გინ­დათ? დეგ­რა­და­ცი­აა, სრუ­ლი, ათა­სი და­პი­რე­ბა გა­ი­ცა და არ შეს­რულ­და, მი­შე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დო­კუ­მენტს ხელი მო­ე­წე­რა და ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, რო­მე­ლი ერთი მი­ზე­ზი და­გი­სა­ხე­ლოთ?

სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ იმას, რომ რამე შე­იც­ვა­ლოს, თუმ­ცა თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. აქ თა­რი­ღებს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, პი­რო­ბებს თუ არ შე­ას­რუ­ლებ, სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა გახ­დეს. პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას ვერ ვხე­დავ, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც სის­ტე­მუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოს ქვე­ყა­ნა­ში, რომ პროგ­ნო­ზი გა­ვა­კე­თო, აქ დრო­ზე და სტაჟ­ზე ხომ არაა ლა­პა­რა­კი, აქ პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა მთა­ვა­რი".

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

giorgi-gobronidze-45493-1655532462.jpg

"ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში რამ­დე­ნი­მე სა­გუ­ლის­ხმო სა­კი­თხია და მე იქ ვერ და­ვი­ნა­ხე კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც არ იყო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი. ეს დას­კვნა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, იყო პირ­და­პი­რი რეფ­ლექ­სია იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და იმ პო­ზი­ცი­ის, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, დიპ­ლო­მა­ტია და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი იჩენ­და ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ. ბოლო პე­რი­ოდს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხი გა­და­იქ­ცა რა­ღაც ილუ­ზო­რულ და ნა­ხევ­რად მი­თი­ურ თე­მად, თით­ქოს და ეს იყო რა­ღაც უკ­ვდა­ვე­ბის წყა­ლი და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვხე­დავ­დი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას, ქმე­დით მუ­შა­ო­ბას და ძლი­ერ დიპ­ლო­მა­ტი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამ დას­კვნით გა­მო­იკ­ვე­თა ის, რომ ქარ­თულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ ვერც ერთ ეტაპ­ზე ვერ გა­ი­აზ­რა, რომ:

განაგრძეთ კითხვა

myquiz