პრეზიდენტის უმრავლესობას განცხადებებს უწუნებს: "ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, როცა ველოდებით გადაწყვეტილებებს" | Allnews.Ge

პრეზიდენტის უმრავლესობას განცხადებებს უწუნებს: "ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, როცა ველოდებით გადაწყვეტილებებს"

ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­ნა­ი­რად, სხვა რი­ტო­რი­კა შე­იძ­ლე­ბო­და, - ასე პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ "სად და რა შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით და სად, რა არ გა­ვა­კე­თეთ უკეთ“, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის მხრი­დან ასე­თი შე­ფა­სე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის­თვის“.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე და ზო­გა­დად ევ­რო­პა­ზე, რო­მე­ლიც გა­უ­გე­ბა­რია.

"ახლა, ჩვენ არ და­ვი­წყებთ მთე­ლი ამ ის­ტო­რი­ის გავ­ლას, მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა უკეთ მომ­ზა­დე­ბა, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­ნა­ი­რად, სხვა რი­ტო­რი­კა შე­იძ­ლე­ბო­და, ამა­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ეს გრძელ­დე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში. გვეს­მის, სხვა­თა­შო­რის უფრო პარ­ტი­ის კუ­თხით, უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან, ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ, არ ვიცი, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლია თუ არა­სა­ჭი­რო იმ მო­მენ­ტში, როცა ვი­ცით, რომ ვე­ლო­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

თქვენ ახლა მე­კი­თხე­ბით, რა გა­ვა­კე­თეთ თუ რა არ გა­ვა­კე­თეთ და ამ დროს, როცა ეს კი­თხვა ყვე­ლა­შია და ყვე­ლა იმას ელო­დე­ბა, მო­მა­ვალ კვი­რას რა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა კო­მი­სი­ის და შემ­დეგ, ალ­ბათ, ივ­ნი­სის ბო­ლოს უკვე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ქვეყ­ნე­ბის მე­თა­უ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ამ დროს ჩვენ ვა­კე­თებთ ისეთ გან­ცხა­დე­ბებს ხან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე, ხან ევ­რო­პა­ზე ზო­გა­დად, რო­მე­ლიც ცოტა გა­უ­გე­ბა­რია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის მხრი­დან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე გა­კეთ­და შე­ფა­სე­ბე­ბი: „სა­ა­კაშ­ვი­ლის და არა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი“, „კრი­მი­ნა­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი“, „ან­ტი­ევ­რო­კავ­ში­რი“ რა ლო­გი­კა­ში ჯდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი პარტნი­ო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დი­ნის ფონ­ზე და უძებ­ნის თუ არა მას ახ­სნას.

"თქვენ მე­კი­თხე­ბით, რა ლო­გი­კა­ში ჯდე­ბა და ამას მე არ უნდა მე­კი­თხე­ბო­დეთ იმი­ტომ, რომ მე ამის ლო­გი­კას ვერ ვხე­დავ, უნდა ეკი­თხე­ბო­დეთ იმათ, ვინც ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­დი­ან, ამ დროს.

აქ ორი­ვე სა­კი­თხია: ჯერ ერთი, რა­ღა­ცე­ბი არ ით­ქმის, რად­გან ზრდი­ლო­ბის სა­კი­თხია და მე­ო­რე, ამ პე­რი­ოდ­ში, ამ ყვე­ლაფ­რის დრო­უ­ლო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ამ დროს, როცა ვი­ცით, რომ სენ­სი­ტი­უ­რი მო­მენ­ტია, არ ვუფრ­თხილ­დე­ბო­დეთ იმ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რა­ღაც მო­მენ­ტში, რე­აქ­ცია მოხ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ასე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბით, მე მგო­ნი, ცოტა გა­უ­გე­ბა­რია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

myquiz