როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები? | Allnews.Ge

როგორ ეხმიანებიან პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა. პუ­ტი­ნის ნა­ბი­ჯი დაგ­მო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს პრე­ზი­დენ­ტმა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

და­სავ­ლე­თი რუ­სეთ სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბა, თუ რა სა­ხის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, დღეს უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­და იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლო ომის “ცხელ ფა­ზა­ში” გა­დაყ­ვა­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ბლიც-კრი­გით გა­ვი­დო­და მი­ნი­მუმ დონ­ბა­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ამის რის­კი არ არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვა­ნი რჩე­ბა, რა სა­ზღვრებ­ში მოხ­და ე.წ. აღი­ა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­მა და­ი­ტო­ვა ომის და­წყე­ბით “შან­ტა­ჟის” მა­ნევ­რი და­სავ­ლეთ­თან. რა­ტომ იჩ­ქა­რეს?

და­სავ­ლე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით “სუს­ტია” რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ზამ­თარ­ში ენერ­გო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­ზა­ფხულ­ზე რუ­სეთ­თან რკი­ნის კედ­ლის აღ­მარ­თვა ბევ­რად უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თვის ენერ­გო-უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის გა­და­ლა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა და­სავ­ლე­თი აბა­რებს ფუნ­და­მენ­ტურ გა­მოც­დას - შე­უძ­ლია თუ არა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე დრო­ე­ბით უა­რის თქმა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფი­ლი წევ­რი, პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი: ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი და­სავ­ლე­თის მხრი­დან პუ­ტი­ნის ამ თავ­ხე­დო­ბის პა­სუ­ხად იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში მი­ღე­ბა, თან ფორ­სი­რე­ბუ­ლად და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით. ისე, მა­გა­რი სე­ი­რი კი იქ­ნე­ბო­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ შე­ვი­დო­და ის­ტო­რი­ა­ში იმ პრე­მი­ე­რად, რომ­ლის დრო­საც სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში მი­ი­ღეს, მაგ­რამ ჯან­და­ბას, თა­ნახ­მა ვარ ის­ტო­რი­ის ამ­გვარ ხუმ­რო­ბა­ზე.

თინა ხი­და­შე­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: ეხლა შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი სი­ტყვა დავ­ხარ­ჯოთ პუ­ტი­ნის სა­ლან­ძღა­ვად, გულს მო­ვი­ო­ხებთ, მაგ­რამ ეს არ ცვლის რე­ა­ლო­ბას რომ - მან დღეს მო­რიგ ჯერ­ზე ომი გა­მო­უ­ცხა­და და­სავ­ლეთს; მან დღეს მო­რიგ ჯერ­ზე თქვა და გა­ა­კე­თა; იყო უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მტრუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი და ყვე­ლაფ­რის შემ­ძლე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე; ჯერი და­სავ­ლეთ­ზეა! პუ­ტი­ნი მოქ­მე­დებს! და­სავ­ლე­თის ლი­დე­რე­ბი აგერ მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან მუშ­ტებს უქ­ნე­ვენ!!! ზუს­ტად ვიცი ამ ომს პუ­ტი­ნი წა­ა­გებს, მწა­რედ და­ის­ჯე­ბა, მაგ­რამ სად გა­დის ზღვა­რი იმ მახ­ვერ­პლის, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ორმა ქვე­ყა­ნამ და­სავ­ლე­თის ბო­ლომ­დე გა­საღ­ვი­ძებ­ლად უნდა გა­ვი­ღოთ? თუმ­ცა სა­ნამ და­სავ­ლე­თის­კენ თითს გა­ვიშ­ვერთ, ისიც არ დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ პუ­ტინ­მოტრფი­ა­ლე­ნი სა­კუ­თარ სახ­ლში ვერ მოგ­ვყავს გონს.

რ­ჩილ გამ­ზარ­დია, ექ­სპერ­ტი: ლუ­განსკის და დონ­ბა­სის "აღი­ა­რე­ბა" ყვე­ლა­ზე წვრილ­მა­ნია იმ გან­ცხა­დე­ბებ­ში, რაც პუ­ტინ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად სა­მოქ­მე­დო გეგ­მად გა­მო­ა­ცხა­და. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვე­ლის მსოფ­ლი­ოს და მათ შო­რის ჩვენ, სამ­ხედ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი. ახლა ჩვენ ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ტვი­ნი, ტვი­ნი რო­მე­ლიც არ გვაქვს, მხო­ლოდ ემო­ცი­ებს და პო­პუ­ლიზმს ვფლობთ, რი­თიც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო და­ვიმ­ძი­მოთ მდგო­მა­რე­ო­ბა. არც მლიქ­ვნე­ლო­ბა და არც ის­ტე­რია არ არის ახლა გა­და­წყვე­ტა.იქ­ნებ ვი­პო­ვოთ გო­ნი­ე­რე­ბა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი გო­ნი­ე­რე­ბა.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, "დრო­ას" ლი­დე­რი: მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო პუ­ტი­ნი, თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო. დიახ, მისი მი­ზა­ნი ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რია, თუმ­ცა ეს სულ უფრო და უფრო ემ­სგავ­სე­ბა ფან­ტო­მურ ტკი­ვი­ლებს. კო­მი­კუ­რო­ბის ზღვარ­ზე იყო მისი სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო კი არ ყვი­რის, რო­გორც 2008 წელს, არა­მედ და­სავ­ლე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, შე­ი­ა­რა­ღე­ბა და სამ­ხედ­რო ძალა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, გან­ლა­გე­ბუ­ლი, სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი. საკ­მა­ოდ სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში პუ­ტი­ნი ამ ეტაპ­ზე რი­ტო­რი­კის იქით. ომის სპე­კტაკ­ლი არ გა­მო­უ­ვი­და ჯერ. ამ აღი­ა­რე­ბებს აკო­მი­კუ­რებს. ეტყო­ბო­და, რო­გორ აში­ნებს და­სავ­ლე­თის ძალა. ვე­რა­ნა­ირ კი­ე­ვის და­ბომბვა­ზე ამ დიდი ბრა­ვა­დის მერე ვერ წა­ვი­და. მინ­სკი მოკ­ლა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.მოკ­ლედ ხალ­ხს უთხრა რუ­სეთ­ში მე კი ძა­ლი­ან მინ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რიო, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ აქამ­დე რა­საც ვა­კონ­ტრო­ლებ­დით ის ქა­ღალ­დზე გა­და­ვი­ტა­ნო­თო, მეტს ვერ ვქა­ჩა­ვო.ამის შემ­დეგ და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა კვლავ ბევ­რი რამე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბა­ვი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვლდა, თუ რამ­დე­ნად გა­წე­რი­ლი გეგ­მით მოქ­მე­დებ­და მა­ში­ნაც და ეხ­ლაც. მთავ­რო­ბა კი დუმს, ჩვენ ვი­ლა­პა­რა­კოთ პა­რა­ლე­ლებ­ზე ყველ­გან. ასე­ვე ვი­ლა­პა­რა­კოთ ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვილ­ზე, ბეს­ტა­ევ­ზე და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. და რაც მთა­ვა­რია შევ­ცვა­ლოთ მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ "მინ­და ვიყო იმ­პე­რა­ტო­რის" ორ­ბი­ტა­ზე გვატ­რი­ა­ლებს სა­მარ­ცხვი­ნოდ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში.

myquiz