"საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი" - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას გმობენ | Allnews.Ge

"საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი" - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას გმობენ

ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო მკაც­რად გმობს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მო­რიგ უტი­ფარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბის ე.წ. "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" აღი­ა­რე­ბას. მათ შო­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" გა­ავ­რცე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც.

"სა­ქარ­თვე­ლო მკაც­რად გმობს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნე­ბის - დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის "აღი­ა­რე­ბას", რაც იმე­ო­რებს სცე­ნარს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%-ის ოკუ­პა­ცია გა­მო­იწ­ვია. სა­ქარ­თვე­ლო თქვენს გვერ­დით დგას, პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი და მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და მშვი­დო­ბას", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

"დო­ნეც­კის და ლუ­განსკის აღი­ა­რე­ბა რუ­სე­თის მიერ არის კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და სამ­წუ­ხა­როდ, იმე­ო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას 2008 წელს... ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას“, - წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

"უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის „და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად“ აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვაა. სა­ქარ­თვე­ლო სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნას. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­გან კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმოქ­მე­დონ გა­დამ­წყვე­ტად ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის და­სა­ცა­ვად", - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი.

myquiz