"ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო... სამიზნე კიევი იქნება" - ჯო ბაიდენი | Allnews.Ge

"ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო... სამიზნე კიევი იქნება" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ამ მო­მენ­ტის­თვის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა გა­და­წყვი­ტა. ამის შე­სა­ხებ ბა­ი­დენ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, რუ­სე­თი ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­დევ­ნო დღე­ებ­ში აპი­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მი­ა­ნიშ­ნებ­და თუ არა ეს დიპ­ლო­მა­ტი­ის და­სას­რულ­ზე, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ასე არ არის და "დიპ­ლო­მა­ტია ყო­ველ­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი".

ამას­თან, რო­გორც ბა­ი­დენ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მიზ­ნე კი­ე­ვი იქ­ნე­ბა.

ჯო ბა­ი­დენ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა რუ­სულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც, მისი თქმით, შე­იძ­ლე­ბა რუ­სულ­მა მხა­რემ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნოს. თეთრ სახ­ლში გა­მოს­ვლი­სას ბა­ი­დენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის ხე­დავს „ცნო­ბე­ბის ზრდას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მებ­რძო­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბას დონ­ბას­ში".

"მა­გა­ლი­თად, გუ­შინ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ბავ­შვო ბა­ღის და­ბომბვა, რო­მელ­ზეც რუ­სე­თი ამ­ტკი­ცებ­და, რომ უკ­რა­ი­ნამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩვენ ასე­ვე ვხე­დავთ უფრო და უფრო მეტ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის­გან, მათ შო­რის რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხრი­დან, იმის მტკი­ცე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნა გეგ­მავს წა­მო­ი­წყოს მა­სი­უ­რი შე­ტე­ვა დონ­ბას­ში“, - თქვა ბა­ი­დენ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან შე­ტე­ვის წა­მო­წყე­ბა მარ­ტივ ლო­გი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, იმის ფონ­ზე, რომ მის სა­ზღვარ­ზე 150 000-ზე მეტი რუსი ჯა­რის­კა­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ჯო ბა­ი­დენ­მა კი­დევ ერთხელ გა­აფრ­თხი­ლა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ თქვა, რომ „არ არის გვი­ა­ნი დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე“.

ბა­ი­დენ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი და­თან­ხმდა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი 24 თე­ბერ­ვალს ევ­რო­პა­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. „მაგ­რამ თუ რუ­სე­თი ამ თა­რი­ღამ­დე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ცხა­დი გახ­დე­ბა, რომ მათ დიპ­ლო­მა­ტი­ის კარი და­კე­ტეს“, - დას­ძი­ნა ბა­ი­დენ­მა.

myquiz