რამდენად შეიცვალა რუსული არმია საქართველოსთან ომის შემდეგ | Allnews.Ge

რამდენად შეიცვალა რუსული არმია საქართველოსთან ომის შემდეგ

რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნამ, ბოლო ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვის პიკს პირ­ვე­ლად მი­აღ­წია. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც არ­მი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა­სა და მო­ბი­ლუ­რო­ბას, ასე­ვე მის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და ტექ­ნი­კურ პო­ტენ­ცი­ალს“, - ასე­თი დას­კვნე­ბი­სა გა­კე­თე­ბუ­ლი შვე­დე­თის გა­ზეთ "სვენ­სკა დაგბ­ლა­დეტ­ში“ (Svenska Dagbladet) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თის არ­მია დღეს ისე­თი ძლი­ე­რია, რო­გო­რიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა“ (ავ­ტო­რი - ტე­რე­ზა კუხ­ლე­რი).

პუბ­ლი­კა­ცია იწყე­ბა საფ­რან­გე­თის გემთმშე­ნებ­ლო­ბის ქა­ლაქ სენ-ნა­ზერ­ში რუ­სე­თი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი "მის­ტრა­ლის“ ტი­პის ავი­ა­სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბის აგე­ბის გახ­სე­ნე­ბით, რომ­ლის შე­სა­ხებ კონ­ტრაქ­ტი 2009 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის მომ­ხდა­რი ომის შემ­დეგ გა­ფორმ­და.

"რო­გორც კი რუ­სეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა 2009 წლის ბო­ლოს - სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის მომ­ხდა­რი ომი­დან სულ რა­ღაც ერთი წლის შემ­დეგ, "მის­ტრა­ლე­ბის“ ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყეს, იქვე კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი კრი­ტი­კა მო­დი­ო­და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს - რუ­სე­თის მუ­ქა­რის ქვეშ მყოფ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას - მე­გობ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, ხოლო 2008 წლის ომს კი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად აგ­რე­სი­ად აფა­სე­ბენ, რო­მე­ლიც ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ რუ­სეთს რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა და მათ მზე­რას მი­ა­პყრობს. ბალ­ტი­ის­პი­რე­ბე­ლე­ბი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან საფ­რან­გე­თი მათ მტერს ასეთ მო­წი­ნა­ვე ია­რაღს აძ­ლევ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი ხან­მოკ­ლე იყო და ერთ კვი­რა­ში დას­რულ­და. რუ­სებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს და ახლა მათ სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი - აფხა­ზე­თი და "სამ­ხრეთ ოსე­თი“. დიახ, ომში რუ­სეთ­მა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ ამ ომმა ისიც აჩ­ვე­ნა, თუ რო­გო­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი იყო რუ­სე­თის არ­მია და რა ძა­ლი­ან მოძ­ველ­და მისი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა..

რუ­სე­თის ფლო­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ად­მი­რა­ლი ვლა­დი­მერ ვი­სოც­კი ასე ეუბ­ნე­ბო­და უცხო­ელ კო­რეს­პონ­დენტს "მის­ტრა­ლე­ბის“ - "სე­ვას­ტო­პო­ლის“ და "ვლა­დი­ვოს­ტო­კის“ მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ: "ჩვენ რომ ასე­თი ხო­მალ­დე­ბი 2008 წელს გვქო­ნო­და, შავი ზღვის ფლო­ტის მი­სია 26 სა­ათ­ში კი არა, 40 წუთ­ში დას­რულ­დე­ბო­და“.

საქ­მე იმა­შია, რომ "მის­ტრა­ლე­ბის“ კლა­სის გე­მე­ბით რუ­სეთს სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად შე­ეძ­ლო ჰა­ე­რი­დან შე­ტე­ვაც და დე­სან­ტის გა­დას­ხმაც სა­ქარ­თვე­ლოს სუს­ტად და­ცულ სა­ზღვაო პორ­ტებ­ში - სახ­მე­ლე­თო შეჭ­რის ნაც­ვლად. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თია რუ­სუ­ლი ანა­ლი­ზი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ იმ დრო­ის­თვის რუ­სე­თის არ­მი­ის სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლი საბ­ჭო­უ­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ია­რა­ღი­თა და გაც­ვე­თი­ლი ტექ­ნი­კით იყო სავ­სე.

2014 წლის ბო­ლოს­თვის ხო­მალ­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "სე­ვას­ტო­პო­ლი“, უკვე მზად იყო დამ­კვე­თი­სათ­ვის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. მას­ზე რუსი მე­ზღვა­უ­რე­ბი უკვე მარ­თვას სწავ­ლობ­დნენ და იწ­რთვნე­ბოდ­ნენ.

2015 წელს კი რუ­სულ-ფრან­გუ­ლი კონ­ტრაქ­ტი "მის­ტრა­ლე­ბის“ თა­ო­ბა­ზე გა­უქ­მდა. ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ძლი­ე­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კონ­ტრაქ­ტის ანუ­ლი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა. "სე­ვას­ტო­პო­ლი“ და "ვლა­დი­ვოს­ტო­კი“ პა­რიზ­მა სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით ეგ­ვიპ­ტეს მიჰ­ყი­და.

საფ­რან­გეთს მო­უ­წია რუ­სე­თის­თვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა არა მარ­ტო ათო­ბით მი­ლი­ო­ნი წი­ნას­წარ გა­დახ­დი­ლი დო­ლა­რი, არა­მედ უზარ­მა­ზა­რი ჯა­რი­მაც გა­და­ი­ხა­და. ამას­თა­ნა­ვე, არა­ვინ იცის, თუ რამ­დე­ნად უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია მი­ი­ღო რუ­სეთ­მა, თუ რო­გორ უნდა აი­გოს თა­ნა­მედ­რო­ვე დიდი ავი­ა­სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი.

"ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ამ რუ­სე­თის არ­მი­ის ძლი­ე­რე­ბა იმ დო­ნე­ზე აა­მაღ­ლა, რომ დღეს მას ევ­რო­პის ყვე­ლა ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯა­რის და­მარ­ცხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­უძ­ლია, თუ მათ ამე­რი­კა არ დეხ­მა­რე­ბა“, - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი, რუ­სე­თის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ზეთ Business New Europé-ს რე­დაქ­ტო­რი ბენ არი­სი. განაგრძეთ კითხვა

myquiz