"გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს" - ვიოლა ფონ კრამონი | Allnews.Ge

"გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს" - ვიოლა ფონ კრამონი

გულ­სატ­კე­ნია იმის ხილ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ი­დან გან­დგო­მას აგ­რძე­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი „ტვი­ტერ­ზე“ წერს, რი­თაც ის 2021 წლის „დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­დექსში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ქულა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

„მოლ­დო­ვა, თუნ­დაც უკ­რა­ი­ნა და სომ­ხე­თი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. ოდეს­ღაც სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი იყო, მაგ­რამ ახლა ის აგ­რძე­ლებს ისე­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მე­ზობ­ლე­ბის­კენ დაღ­მას­ვლას, რო­გო­რი­ცაა რუ­სე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუ­სი,“- წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

გა­მო­ცე­მა Economist-ის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ის, The Economist Intelligence Unit-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის, „დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­დექ­სის“ თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ქულა წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გა­უ­ა­რეს­და და10-ქუ­ლი­ან სის­ტე­მა­ში 5.31-დან 5.12 ქუ­ლამ­დე შემ­ცირ­და. სა­ქარ­თვე­ლო 167 ქვე­ყა­ნას შო­რის, წინა წლის მსგავ­სად, 91-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა.