უკრაინა-პოლონეთ-დიდი ბრიტანეთის ალიანსი პუტინის იმპერიული ამბიციების შესაკავებლად - "ჩვენ ერთად უნდა გავცეთ პასუხი ამ გამოწვევას" | Allnews.Ge

უკრაინა-პოლონეთ-დიდი ბრიტანეთის ალიანსი პუტინის იმპერიული ამბიციების შესაკავებლად - "ჩვენ ერთად უნდა გავცეთ პასუხი ამ გამოწვევას"

ოდეს­მე თუ წარ­მო­იდ­გენ­და 1990 წლის ივ­ნის­ში, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­ურ კი­ევ­ში მყო­ფი "რკი­ნის ლედი“ - დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მარ­გა­რეტ თეტ­ჩე­რი, რომ თით­ქმის 32 წლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი პაქ­ტი მომ­ზად­დე­ბო­და (პო­ლო­ნე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) და რომ მისი შო­რე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი კი­ევს ეწ­ვე­ო­და? ალ­ბათ, არა, რად­გან მარ­გა­რეტ თეტ­ჩერს იმ დროს სხვა მიზ­ნე­ბი ჰქონ­და - იგი უკ­რა­ი­ნის იმ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლებს არ­წმუ­ნებ­და - ნუ ჩქა­რობთ, ნუ ფიქ­რობთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვს და­უ­ჯე­რე­თო...

tetcheri1-46652-1643949453.jpg

მარ­გა­რეტ თეტ­ჩე­რი უკ­რა­ი­ნა­ში

მაგ­რამ 32-წლი­ან­მა პე­რი­ოდ­მა თა­ვი­სი სი­ახ­ლე­ე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ტა­ნა. უკ­რა­ი­ნა ერთ-ერთი იყო, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის ჩა­ნა­ფიქ­რს ახა­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­სა­ხებ წირ­ვა გა­მო­უყ­ვა­ნა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, რუ­სეთ­თან და ბე­ლა­რუს­თან სლა­ვუ­რად ძმობ­და და მე­გობ­რობ­და, დღეს კი ორი­ვეს­თვის მტრად არის ქცე­უ­ლი. დღეს უკ­რა­ი­ნა დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და პო­ლო­ნეთ­თან სა­მო­კავ­ში­რეო პაქტს აფორ­მებს, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ...

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო...

ჩრდი­ლო­ე­თის ზღვი­დან, ბალ­ტი­ის გავ­ლით, შავ ზღვამ­დე...

ჯერ კი­დევ 21 იან­ვარს დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ელი­სა­ბედ ტრას­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ ინ­გლი­სი უკ­რა­ი­ნას­თან და პო­ლო­ნეთ­თან კავ­ში­რის და­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და: "თა­ვი­სუფ­ლე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ას და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას საფრ­თხე ექ­მნე­ბა არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნულ, არა­მედ გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე. ამი­ტო­მაც ჩვენ ერ­თად უნდა გავ­ცეთ პა­სუ­ხი ამ გა­მოწ­ვე­ვას. ამ­ჟა­მად ვი­წყებთ პარტნი­ო­რო­ბი­სა და სამმხრი­ვი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას პო­ლო­ნეთ­თან და უკ­რა­ი­ნას­თან, რუ­სე­თის ეს­კა­ლა­ცი­ის აღ­საკ­ვე­თად“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

sagareo-46667-1643949488.jpg

ელი­სა­ბედ ტრა­სი

გარ­და ამი­სა, უფრო ადრე, გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბალ­ტი­ი­სა და შავი ზღვის ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ღერ­ძის გან­ვი­თა­რე­ბაო. ეს იდეა იმ­დე­ნად კარ­გად ჩა­ე­წე­რა სამი ქვეყ­ნის სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვებ­ში, რომ ალი­ან­სის შექ­მნის კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი კუ­ლე­ბას თქმით, ახა­ლი ფორ­მა­ტის პარტნი­ო­რო­ბის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა უკ­რა­ი­ნას ეკუთ­ვნის და მცი­რე ალი­ან­სე­ბის შექ­მნის უკ­რა­ი­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვა: "ვა­ერ­თი­ა­ნებთ რა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ატ­ლან­ტი­კას, ბალ­ტი­კას და შავ ზღვას, ამით ჩვენ ვქმნით ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის და მთლი­ა­ნო­ბა­ში - რე­გი­ო­ნი­სათ­ვი­საც“.

აქვე ვი­ტყვით, რომ უკ­რა­ი­ნა მი­იჩ­ნე­ვა მთე­ლი რიგი მი­ნი­ა­ლი­ან­სე­ბის ნა­წი­ლად, სა­დაც მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი შე­დი­ან:

მა­გა­ლი­თად, "ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს“ (მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად), "ლი­უბ­ლი­ა­ნის სამ­კუ­თხე­დის“ (პო­ლო­ნეთ­თან და ლი­ე­ტუ­ვას­თან) და "კვად­რი­გას“ (თურ­ქეთ­თან) წევ­რად. ასე­თი მცი­რე ალი­ან­სე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო და მომ­გე­ბი­ა­ნია. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ჩნდე­ბა ნა­ტოს ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გა­რე­შე და მე­ო­რე ის, რომ ასე­თი პარტნი­ო­რო­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა უკ­რა­ი­ნის სწრაფ­ვას ნა­ტო­ში მი­ღე­ბის მიზ­ნით.

jonson3-46683-1643949514.jpg

ბო­რის ჯონ­სო­ნი უკ­რა­ი­ნა­ში

"ყა­ლიბ­დე­ბა ნა­ტოს ქვეყ­ნებ­თან გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი პრე­ცე­დენ­ტი რო­გორც "ლი­უბ­ლი­ა­ნის სამ­კუ­თხე­დის“ ჩარ­ჩო­ებ­ში, ასე­ვე ვარ­შა­ვას­თან და ლონ­დონ­თან. იმით, რომ კავ­შირ­ში შე­დი­ან ნა­ტოს წევ­რე­ბი - პო­ლო­ნე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა ადას­ტუ­რებს ტენ­დენ­ცი­ას უსაფრ­თხო­ე­ბის სუბ­რე­გი­ო­ნუ­ლი ალი­ან­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე... ასე­თი ტი­პის და­ახ­ლო­ე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის მომ­გე­ბი­ან გზას წარ­მო­ად­გენს. ბრი­ტა­ნე­თი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას და უარს არ ამ­ბობს ჯა­რის გაგ­ზავ­ნა­ზეც, თუ ამის­თვის სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, ვთქვათ, რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში. გარ­და ამი­სა, ასე­თი პარტნი­ო­რო­ბა კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა დი­ა­ლო­გი გლო­ბა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის გვერ­დის ავ­ლით ვა­წარ­მო­ოთ და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ოთ "მე­სა­მე“ ქვეყ­ნის თვალ­საზ­რი­სებს“, - ამ­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტი იუ­ლია ომო­ლოვ­სკა­ია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz