"შესაძლოა, ამ არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ახალი ეპოქა დაიწყოს - მისი შედეგები ქვეყნის სუვერენიტეტს განსაზღვრავს" - მძიმე პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო სოხუმში | Allnews.Ge

"შესაძლოა, ამ არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ახალი ეპოქა დაიწყოს - მისი შედეგები ქვეყნის სუვერენიტეტს განსაზღვრავს" - მძიმე პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო სოხუმში

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ოპო­ზი­ცი­ა­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო მწვავ­დე­ბა. პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებს შო­რის არის რე­გი­ონ­ში მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის თემა, რომ­ლი­თაც ოპო­ზი­ცია მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს.

ამ ეტაპ­ზე, 2022 წლის 12 მარ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 4 პო­ლი­ტი­კურ­მა სუ­ბი­ექ­ტმა გა­მო­ხა­ტა. მათ რე­გის­ტრა­ცია ცეს­კო-ში გა­ი­ა­რეს და უკვე შე­უდ­გნენ სა­არ­ჩევ­ნო სამ­ზა­დისს.

პო­ლი­ტო­ლოგ ან­ტონ კრი­ვე­ნი­უ­კის მო­საზ­რე­ბით, თუ ას­ლან ბჟა­ნი­ას გა­დარ­ჩე­ნა უნდა, თა­ვი­სი გუნ­დი და ფი­გუ­რა უნდა გა­აძ­ლი­ე­როს.

Нужная газета-ის რე­დაქ­ტო­რი, იზი­და ჭა­ნია ამ­ბობს, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის ან­გა­რიშ­ზეა უამ­რა­ვი ჩა­ვარ­დნი­ლი პრო­ექ­ტი და ბოლო ხა­ნებ­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, არას­წო­რად მარ­თუ­ლი კო­ვიდ-პან­დე­მია, პრობ­ლე­მე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ში, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი, რომ­ლის რო­ლიც სულ უფრო მკა­ფი­ოდ ჩანს აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში.

"ვი­თა­რე­ბა მთელ აფხა­ზეთ­ში მიშ­ვე­ბუ­ლია, რად­გან რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. თა­ვად ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის გუნ­დებს შო­რის არის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ას­ლან ბჟა­ნი­ამ რუ­სეთ­ში კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და რომ დაბ­რუნ­და უა­რე­სად აწე­წი­ლი ვი­თა­რე­ბა დახ­ვდა. მისი და­ლა­გე­ბა კი, ისევ და ისევ რუ­სე­თის ჩა­რე­ვით უნდა მოხ­დეს... თუ ჩა­ვარ­დნილ პრო­ექ­ტებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, კულ­ტუ­რი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კის სახ­ლი, რო­მე­ლიც წე­სით აქამ­დე უნდა გახ­სნი­ლი­ყო, მაგ­რამ ბჟა­ნია არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდს ელო­დე­ბა, რათა სწო­რედ გახ­სნა­ზე შეხ­ვდეს ამომ­რჩე­ველს და მათი კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოს" - ამ­ბობს ჭა­ნია.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­კამ­პა­ნი­ას სო­ხუმ­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ ატა­რებს. მა­შინ რო­დე­საც ოპო­ზი­ცია მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ებს მარ­თავ­და, ისი­ნი რა­ი­ო­ნებ­ში და­დი­ოდ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას ვი­თომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას ური­გებ­დნენ. ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის მო­ნა­წი­ლე ვე­ტე­რა­ნებს რამ­დე­ნი­მე ტო­მა­რა პუ­რის ფქვი­ლი და­უ­რი­გეს.

"ეს არ­ჩევ­ნე­ბის მოს­ყიდ­ვაა, მაგ­რამ ჩვენ­თან ხომ სხვაგ­ვა­რი "მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი" გვაქვს..." - ამ­ბობს Нужная газета-ის რე­დაქ­ტო­რი, იზი­და ჭა­ნია kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს Черноморэнерго-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი რეზო ზან­თა­რია, რო­მე­ლიც ახლა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ენერ­გე­ტი­კულ კრი­ზისს აკ­რი­ტი­კებს, თუმ­ცა მის დრო­საც ზუს­ტად იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი იყო, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მა­ი­ნინგბიზ­ნე­სი მა­შინ ასე არ ყვა­ო­და.

მა­თი­ვე პო­ზი­ცი­ით, აფხა­ზეთს ახლა იმა­ზე სუს­ტი ოპო­ზი­ცია ჰყავს, ვიდ­რე ოდეს­მე. გარი კო­კა­ია, გივი კვარ­ჩია, ახრა ავი­ძ­ბა არი­ან ახ­ლან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი ფლაგ­მა­ნე­ბი, მაგ­რამ მათ ხალ­ხი არ ენ­დო­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას არც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ამ­ცა­ხა­რას" მი­მართ აქვს სიმ­პა­თია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მათ ინალ არ­ძინ­ბას ინი­ცი­ა­ტი­ვას, არა­სამ­თავ­რო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ, მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

"ბჟა­ნია ძა­ლი­ან ცუდი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას - გა­უშ­ვას თუ და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დეს იმ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­თა­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძაბ­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. მათი გაშ­ვე­ბა ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ხე­ლა­ხა­ლი ძა­ლით შე­უ­ტე­ვენ ისე­დაც და­სუს­ტე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. თუ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, და­ძა­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს, რად­გან აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და აქ ყვე­ლა ყვე­ლას ახ­ლო­ბე­ლია. ისი­ნი, ვინც მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხა­რეს დგა­ნან და ოპო­ზი­ცი­აც, რო­მე­ლიც არც ისე კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ ბჟა­ნი­ა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბის თავ­შე­საფ­რად არის ქცე­უ­ლი.

ბჟა­ნი­ას კი­დევ ერთი პი­რა­დი ოპო­ნენ­ტი ჰყავს - სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც უკვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ რუ­სე­თის მი­მართ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ამის გა­კე­თე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ შეძ­ლებს... ეს კი ნიშ­ნავს, რომ არ­ძინ­ბა აფხა­ზეთს რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რებს, ოღონდ კა­ნო­ნით. ამის წი­ნა­პი­რო­ბაა ის, რომ რუ­სულ-აფხა­ზურ­მა მხა­რე­ებ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ა­ზე იმ­სჯე­ლეს.

ასე­ვე, ამის წი­ნა­პი­რო­ბაა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რძალ­ვა. რუ­სეთ­მა რაც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლო­დაც ვერ გა­ა­კე­თე­ბი­ნა, მათ მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კად­რით აკე­თე­ბი­ნებს... შე­საძ­ლოა, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში ახა­ლი ეპო­ქა და­ი­წყოს - მისი შე­დე­გე­ბი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს გან­სა­ზღვრავს" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ბად­რი ცუგ­ბა.

ambebi.ge

myquiz