"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში | Allnews.Ge

"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

რამ­დე­ნი­მე დღეა მსოფ­ლიო ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც იქ რუ­სეთ­მა პრე­ზი­დენტ ტო­ყა­ე­ვის თხოვ­ნით კუ­ხოს (კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა. უკვე ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ოდეს­მე სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს.

ყო­ველ­დღი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, ყა­ზა­ხეთ­ში დე­მონ­სტრან­ტებ­სა და არ­მი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ინ­ტერ­ნე­ტი ჯერ კი­დევ დაბ­ლო­კი­ლია, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ლა შე­საძ­ლო ქსელ­ში წე­რენ, რომ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მოს­კო­ვი პე­კინს ყა­ზა­ხეთ­ში ბრძო­ლას უგებს, რად­გან პუ­ტინ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რუ­სუ­ლი ჩექ­მის იქი­დან მო­ცი­ლე­ბა ძალ­ზე ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მით უფრო, რომ დიდი ხა­ნია აღი­ზი­ა­ნებ­და საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ძვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც რო­გორ­ღაც ახერ­ხებ­და, რომ კრემ­ლის სა­ჭად­რა­კო პარ­ტია არ ეთა­მა­შა.

"რუ­სე­თი ყა­ზა­ხეთ­ში რომ კაი ხნით (სა­მუ­და­მოდ თუ არა) აპი­რებს მო­კა­ლა­თე­ბას, ამა­ზე ბევ­რი რამ მი­ა­ნიშ­ნებს, მათ შო­რის პუ­ტი­ნის რამ­დე­ნი­მე მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თა­ნაგ­რძნო­ბით აღ­სავ­სე მი­მარ­თვე­ბი თუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუ რა ცუ­დია ომი და რა­ტომ უნდა დას­რულ­დეს ძა­ლი­ან სწრა­ფად. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და პირ­ვე­ლია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი. ეს კი ნიშ­ნავს, რომ უკვე თუ არ არი­ან, ძა­ლი­ან მალე პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო კა­დი­როვ­ცე­ბი იქ იქ­ნე­ბი­ან..." - წერს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ალექ­სან­დრე პე­რე­პე­ლი­ცა.

Кавказский узел-ის ცნო­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვა­ნი დმიტ­რი პეს­კო­ვი გან­მარ­ტავს, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, ისე­ვე რო­გორც სხვა რე­გი­ო­ნე­ბის მე­თა­უ­რებს უფ­ლე­ბა არ აქვთ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ონ.

"მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა პეს­კოვ­მა 2020 წელ­საც გა­ა­კე­თა, რო­დე­საც კა­დი­როვ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და­მამ­ცი­რე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. მა­შინ კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად იყო ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის პოს­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა, თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბო­და... მა­შინ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წერ­დნენ, რომ კა­დი­რო­ვი ერ­თა­დერ­თი ლი­დე­რი იყო, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის პრეს-მდი­ვან­თან სა­ჯა­რო კა­მა­თობ­და" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, აშ­კა­რაა, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, არც შემ­დეგ­ში აპი­რებს გა­ჩუ­მე­ბას. მისი თქმით, ყა­ზა­ხე­თის ბედი მათ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო არ არის, ვი­ნა­დან მა­მა­მი­სი ყა­ზა­ხეთ­ში და­ი­ბა­და.

"იქ არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ჩემი პა­პის ძმა. ყვე­ლა­ზე რთულ დროს, ჩვე­ნი ყა­ზა­ხი ძმე­ბი გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ და ჩვენ­ზე ზრუ­ნავ­დნენ. რაში სჭირ­დე­ბო­დათ მათ ეს პრო­ტეს­ტი?.. გა­ზის ფა­სის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან ქუ­ჩა­ში, ერ­თმა­ნეთს ხო­ცა­ვენ, ქვე­ყა­ნას ან­გრე­ვენ, რა­ტომ, რის­თვის? რის­თვის და­ხო­ცეს პო­ლი­ცია, სამ­ხედ­რო­ე­ბი. ისი­ნი და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ან და ამის­თვის პა­სუხ­საც იღე­ბენ" - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

მისი თქმით, ჩეჩ­ნეთ­მა იცის, რა არის ომი, მი­ტინ­გე­ბი.

"ჩვენ­თა­ნაც იგი­ვე ხდე­ბო­და, რაც ახლა ყა­ზა­ხეთ­ში, ყვე­ლა­ფე­რი სამ­ხედ­რო პრო­ცე­სებ­ში გა­და­ი­ზარ­და. ამის შემ­დეგ ჩვენ­თან ორი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია გან­ხორ­ცი­ელ­და, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. ეს ჩეჩ­ნებ­მა, აქ და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კი არა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის მიერ გა­მოწ­ვრთნილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ი­დი­ნეს, მათ კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა ჰქონ­დათ - ჩეჩ­ნე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი­ყო რუ­სე­თის სუ­ვე­ნე­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვა" - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

მის გან­ცხა­დე­ბას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ და­სავ­ლე­თის ფაქ­ტობ­რი­ვად შე­სუს­ტე­ბულ­მა პი­ზი­ცი­ებ­მა მსოფ­ლიო იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ რუ­სე­თი ქმნის პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს. პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი კა­დი­რო­ვი კი, მშვი­დო­ბა­ზე ქა­და­გებს.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩვე­ნი მე­ფის მიერ აღი­ა­რე­ბულ­მა პა­ტა­რა მე­ფემ, კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და უკ­რა­ი­ნის რუ­სე­თის­თვის შე­მო­ერ­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კა­დი­რო­ვი პუ­ტი­ნის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად წამ­სა და წუთს არ კარ­გავს. სწო­რედ ასე­თი ხალ­ხია სა­ში­ში, სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის მზად არის გარ­შე­მო ყვე­ლა გა­გუ­დოს, თუმ­ცა ამას მსოფ­ლიო გატ­რუ­ნუ­ლი ელო­დე­ბა. მალე ვი­ხი­ლავთ კა­დი­როვ­ცებს ყა­ზა­ხე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, სა­დაც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი თან­და­თან გაქ­რე­ბი­ან. გა­მარ­ჯო­ბა რუ­სე­თო ყა­ზა­ხეთ­ში" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი იური კო­ზა­ჩუ­კი.

myquiz