"გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით" - აშშ-ის საელჩო | Allnews.Ge

"გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით" - აშშ-ის საელჩო

"გა­სულ კვი­რას მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ძირი გა­მო­უ­თხა­რა მთავ­რო­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბით", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გან­ზრახ თუ უნებ­ლი­ედ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გზავ­ნი­ლი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ან გან­სხვა­ვე­ბულ აზრს, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ­საც კი, პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დით, დას­ჯი­თა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით.

„გა­სულ კვი­რას მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ძირი გა­მო­უ­თხა­რა მთავ­რო­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბით, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და მო­ნა­ცემ­თა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვაა; ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ცალ­კე­უ­ლი მო­სა­მარ­თლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და შე­ა­სუს­ტა ნდო­ბა სა­სა­მარ­თლოს მი­მართ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს კი­დევ ერთი მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნით, რაც შერ­ჩე­ვის ხარ­ვე­ზი­ა­ნი პრო­ცე­სით გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მი­ე­წო­და სარ­წმუ­ნო არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ღე­ბა, სა­თა­ნა­დო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე გამჭვირ­ვა­ლე გან­ხილ­ვი­სა და ანა­ლი­ზის ნაკ­ლე­ბო­ბა. გან­ზრახ თუ უნებ­ლი­ედ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გზავ­ნი­ლი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ან გან­სხვა­ვე­ბულ აზრს, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ­საც კი, პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დით, დას­ჯი­თა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყო­ველ დღე უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას ხან­გრძლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო დაც­ვა რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან. ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ასუს­ტებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­გო­რი­ცაა სა­სა­მარ­თლო ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უწყე­ბე­ბი, აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბებს ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ და ძირს უთხრის ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, რაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ძირ­კველს წარ­მო­ად­გენს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz