ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში? | Allnews.Ge

ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში?

"არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის არ არის - მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი იყო - აღარ არის, მეც ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტა­რი და აღარ ვარ პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჩვენ გვაქვს რე­სურ­სი, ამ რე­სურსს ვი­ყე­ნებთ და ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვცდი­ლობთ, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცესს და შევ­ქმნათ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა წევ­რმა დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვილ­მა, Foreign Policy-ის და ახ­ლად შექ­მნი­ლი ამე­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონ­დის (AGECF) ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას - ბრუნ­დე­ბა თუ არა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში.

დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ამე­რი­კა­ში საქ­მი­ა­ნობს და მას არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ აქვს.

"ჩვე­ნი ფონ­დის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამო­ცა­ნაა ჩვენს ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ ამ ოფი­სის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ დიდი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­ჩე­ნა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა. პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ არის, მა­მუ­კა ამ ეტაპ­ზე ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში და მისი უშუ­ა­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა არის ამე­რი­კა­ში.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი იყო - აღარ არის, მეც ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტა­რი და აღარ ვარ პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჩვენ გვაქვს რე­სურ­სი, ამ რე­სურსს ვი­ყე­ნებთ და ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვცდი­ლობთ, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცესს და შევ­ქმნათ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის, რომ ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­წყოს და რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან ფარ­თოდ იყოს მო­ცუ­ლი.

არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის არ არის, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მა­გას, არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უკავ­შირ­დე­ბა. მე მეს­მის რომ ყო­ველ­თვის ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გა­მო­ჩე­ნა გარ­კვე­ულ კი­თხვებს აჩენს, მაგ­რამ ეს არ არის პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ში. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, რომ შე­იქ­მნას ამე­რი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონ­დი 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ფუძნ­და, რომ­ლის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეა

myquiz