რატომ გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას აშშ-მა? | Allnews.Ge

რატომ გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას აშშ-მა?

შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გაგზავნის. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განმარტებით, დიპლომატიური ბოიკოტი, რომელსაც აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრი და უფლებების დამცველი ჯგუფები თვეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს, არ იმოქმედებს ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების დასწრებაზე.

"ამერიკის გუნდში სპორტსმენებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ მათ 100%-ით დავუჭერთ მხარს და ვგულშემატკივრობთ მათ შინიდან”,- აღნიშნა ფსაკიმ.

https-cdncnn-1638853574.com_cnnnext_dam_assets_211031174109-psaki-101821.jpg

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, გრანტ რობერტსონის თქმით, ახალი ზელანდია აშშ-ის მსგავსად პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და მთავრობის წარმომადგენლებს პეკინში არ გაგზავნის.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩინეთის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მთავრობის წარმოამდგენლები არ დაესწრებიან. იყო მრავალი ფაქტორი, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა. მათ შორის უმთავრესი არის ადამიანის უფლებების დარღვევა და კორონავირუსის პანდემია, რა დროსაც მსგავსი ტიპის მოგზაურობა მიზანშეწონილი არ არის“-განაცხადა მან.

დიპლომატიურ ბოიკოტს ეხმაურება ოფიციალური ტოკიოც. იაპონიის მთავრობის პრეს-სპიკერის, ჰიროკაზუ მაცუნოს თქმით, ქვეყანა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ დაესწრებიან თუ არა იაპონიის ოფიციალური პირები თამაშებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იაპონიის ხელისუფლება მრავალ ფაქტორის განიხილავს და ოფიციალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გააკეთებს.

myquiz