უკრაინის საზღვარზე რუსეთის აქტიურობა გრძელდება - "კრემლი ევროპას და ამერიკას გამოცდას უწყობს" | Allnews.Ge

უკრაინის საზღვარზე რუსეთის აქტიურობა გრძელდება - "კრემლი ევროპას და ამერიკას გამოცდას უწყობს"

რო­გორც ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "გარ­დი­ან­ში“ (The Guardian) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი (სა­თა­უ­რით: "უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თის აქ­ტი­უ­რო­ბამ და­სავ­ლე­თი შე­აშ­ფო­თა: კრემ­ლი ევ­რო­პას და ამე­რი­კას გა­მოც­დას უწყობს“, ავ­ტო­რი - დენ საბა), პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით (რუ­სე­თის ჯა­რე­ბის თავ­მოყ­რით, თით­ქოს­და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის მიზ­ნით). ჯო ბა­ი­დენ­მა სერ­გეი ლავ­როვ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ხუთ­შა­ბათს სტოკ­ჰოლმში ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ შეხ­ვედ­რამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი არ მო­ი­ტა­ნა. გა­მო­დის, რომ რუ­სეთს კრი­ზი­სის გაგ­რძე­ლე­ბა სურს.

ბრი­ტა­ნუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის - თავ­დაც­ვი­თი კვლე­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ((RUSI) თა­ნამ­შრომ­ლის ნილ მელ­ვი­ნის აზ­რით, რუ­სე­თის ჯა­რე­ბი თავ­მოყ­რის ხა­სი­ა­თი გან­ხვავ­დე­ბა ა.წ. აპ­რილ­ში მომ­ხდარ მსგავს მოქ­მე­დე­ბის­გან. ამ­ჟა­მინ­დელ შემ­თხვე­ვა­ში აშ­კა­რად ჩანს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი მზად­ყოფ­ნის ნიშ­ნე­ბი.

იბა­დე­ბა კი­თხვა - რა­ტომ ახ­დენს სი­ტუ­ა­ცი­ის ფორ­სი­რე­ბას რუ­სე­თი?

მას­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის მიზ­ნით "გარ­დი­ა­ნის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რე­ბა ლონ­დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის კვლე­ვე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მელს, წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნელ ანა­ლი­ტი­კოსს ორი­სია ლუტ­ცე­ვიჩს, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ დრო უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს და ამი­ტომ კრემ­ლი ვერ ით­მენს, როცა ხე­დავს, თუ რო­გორ ნელა, მაგ­რამ შე­უ­ჩე­რებ­ლივ მი­ი­წევს და­სავ­ლე­თი­სა­კენ.

შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ კრემ­ლი თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით აშშ-ისა და კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თის სიმ­ტკი­ცეს ამოწ­მებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გერ­მა­ნი­ის სა­თა­ვე­ში ახა­ლი მთავ­რო­ბა მო­დის. ბევ­რი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მი­იჩ­ნევს, რომ რად­გან უკ­რა­ი­ნა ნა­ტოს წევ­რი არ არის, და­სავ­ლეთ­მა უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად (სამ­ხედ­რო ფორ­მით) მა­ინ­ცდა­მა­ინც თავი არ უნდა გა­მო­ი­დოს. სწო­რედ ამი­ტომ ნა­ტოს გენმდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ხაზი გა­უს­ვა, რომ და­სავ­ლე­თი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბას ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბით უპა­სუ­ხებს.

630-360-1504451951-3980-1638602447.jpg

ნილ მელ­ვი­ნის მტკი­ცე­ბით, ძნე­ლია იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ რუ­სე­თი სრულ­მას­შტა­ბი­ან შე­ტე­ვას და­ი­წყებს. "კრემ­ლის მი­ზა­ნი სულ სხვაა - ასეთ რე­ა­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით მოს­კოვს მინ­სკის პრო­ცე­სის გა­მო­ცო­ცხლე­ბა უფრო უნდა, ვიდ­რე ომის და­წყე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლია და არ სრულ­დე­ბა“.

"რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის ბუ­ფე­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვა სურს, რაც კრემ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა - მას გვერ­დით ეყო­ლე­ბა ისე­თი მო­სა­ზღვრე ქვე­ყა­ნა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შევა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე დონ­ბა­სი და რო­მელ­საც რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეყო­ლე­ბა. რუ­სეთს ვე­ტოს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა კი­ე­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში“, - ცი­ტი­რებს "გარ­დი­ა­ნი“ ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტის ნათ­ქვამს.

მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ მინ­სკის შე­თან­ხმე­ბის ასე­თი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა უკ­რა­ი­ნას არ აწყობს. ამი­ტო­მაც შე­ფერ­ხდა დონ­ბა­სის სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სი. ამა­სო­ბა­ში და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი კვლავ ხაზს უს­ვა­მენ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას და მის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვას. ხუთ­შა­ბათს ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლიზ ტრას­მას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სტოკ­ჰოლმში სერ­გეი ლავ­როვს შეხ­ვდა.

"ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თგვარ სიმ­ტკი­ცის გა­მოც­დას წარ­მო­ად­გენს და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი", - ასე­თი რე­ზი­უ­მეა გა­კე­თე­ბუ­ლი "გარ­დი­ა­ნის“ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

myquiz