საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ- რუსული პროპაგანდა საქართველოში | Allnews.Ge

საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ- რუსული პროპაგანდა საქართველოში

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, სულ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებს პრო­პა­გან­დას, რო­გორც ია­რაღს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მარ­თა­ლია, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად კრემ­ლის მიერ პრო­პა­გან­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა, მაგ­რამ მისი ხა­რის­ხი და მას­შტა­ბე­ბი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს პრო­პა­გან­დის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც დრო­უ­ლად უნდა აღი­ა­როს ამ მზარ­დი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა და შე­ი­მუ­შა­ოს პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 2020 წლის ან­გა­რიშ­ში ლა­პა­რა­კია "ჰიბ­რი­დულ საფრ­თხე­ებ­ზე“ და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, ე.წ. რბი­ლი ძა­ლის და ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი "პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას, შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და რა­დი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბას“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ USAID-ის ხელ­შე­წყო­ბით "კო­ა­ლი­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბი­სათ­ვის“ სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე ონ­ლა­ინ-დის­კუ­სი­ე­ბის ციკ­ლი გა­მარ­თა. გან­სა­ხილ­ველ თე­მე­ბად შერ­ჩე­უ­ლი იყო ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი.

მა­რი­ამ წი­წი­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (GRASS) პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი:

maram1212-54985-1637847423.jpg

"და­ვი­წყოთ იმით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა, ბუ­ნებ­რი­ვია, აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი მე­დი­ის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს. თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს ოკუ­პა­ცი­ის ტრავ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან (მათ შო­რის სა­მეგ­რე­ლო­ში) მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­წყო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, რაც რო­გორც წესი, მცდარ დი­ლე­მა­ზე პე­და­ლი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­ზან­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა რუ­სეთ­თან რუ­სუ­ლი პი­რო­ბე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­შია. რუ­სუ­ლი პი­რო­ბე­ბი კი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პროგ­რე­სის პერ­სპექ­ტი­ვის წარ­თმე­ვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყოს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბა, მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც მა­გა­ლი­თად ლი­ე­ტუ­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. კო­ა­ლი­ცია სწო­რედ ამ მიდ­გო­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ეც­დე­ბა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და რო­გორც რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე ეროვ­ნულ დო­ნე­ზეც ხელი შე­უ­წყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ძა­ლის­ხმე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ერთი მხრივ, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნუ­რო­ბის გაზ­რდის­თვის, რაც გრძელ­ვა­დი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იმ ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვას, რაც მათ მავ­ნე აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­გან და­ი­ცავს".

ექ­სპერტთა თქმით, გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა ისეთ სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რიც არის არ­ჩევ­ნე­ბი და ვაქ­ცი­ნა­ცია.

რუ­სუ­ლი ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს ე.წ. სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბი თა­მა­შო­ბენ. აღ­ნიშ­ნულ ტერ­მინს ლე­ნი­ნი იყე­ნებ­და და ამ­გვა­რად იმ ადა­მი­ა­ნებს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნიზ­მის პრო­პა­გან­დას ეწე­ოდ­ნენ და­სავ­ლეთ­ში. ექ­სპერტთა თქმით, დღეს­დღე­ო­ბით "სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტებს“ ის ბლო­გე­რე­ბი, ონ­ლა­ინ­მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის პირ­და­პი­რი დაკ­ვე­თის გა­რე­შე, პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ავ­რცე­ლე­ბენ პრო­რუ­სულ ნა­რა­ტივს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წარ­მარ­თოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად აწარ­მო­ოს აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კო­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლას, ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამან შე­საძ­ლოა სხვა ტი­პის საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნოს და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში ბო­რო­ტად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.“

განაგრძეთ კითხვა

myquiz