უბრალოდ გადაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ არეულობის გამო ღელავთ, შემოღობეთ მის გარშემო პერიმეტრი- იან კელი | Allnews.Ge

უბრალოდ გადაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ არეულობის გამო ღელავთ, შემოღობეთ მის გარშემო პერიმეტრი- იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

„ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გადაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში. სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ. თუ არეულობის გამო ღელავთ, შემოღობეთ მის გარშემო პერიმეტრი. უბრალოდ იმოქმედეთ პასუხისმგებლობით და გააკეთეთ ეს,“ - წერს იან კელი „ტვიტერში“.

myquiz